გარსევანიშვილი ელისაბედ დავითის ასული (2.IX.1921, ქ. გორი – ), გეოგრაფი, პედაგოგი, პედ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი, უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი (1985). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეომორფოლოგიის სპეციალობით (1942). მუშაობდა საშ. სკოლებში გეოგრ. მასწავლებლად (1943-1947), მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტში (1947-1956), ამავე ინ-ტის გეოგრ. მეთოდკაბინეტის გამგედ (1956-დან). კითხულობდა ლექციებს თბილ. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში (1960-1964), გორის სახელმწ. პედ. ინ-ტში (1964-1969), თსუ-ში დოცენტად (1969-1993). გაიარა ასპირანტურის კურსი (1952-19955). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გეოგრ. სწავლების მეთოდიკაში თემაზე „რელიეფის სწავლება საშუალო სკოლაში“ (1962). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. და მეთოდური ნაშრომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა“, რ-შიც გაშუქებულია გეოგრ. სწავლების კერძო და ზოგადი მეთოდიკის საკითხები. იგი გამიზნულია უმაღლ. სასწავლებლების გეოგრ. სპეციალობის სტუდენტებისა და საშ. სკოლის გეოგრ. მასწავლებლებისათვის. დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ შედგენილი „ფიზიკური გეოგრაფიის საცნობარო ლექსიკონი“ (1964, 1976). ამ ნაშრომისთვის იგი დაჯილდოვდა ი. გოგებაშვილის სახ. მედლით და პრემიით. დაჯილდოებულია აგრეთვე „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით (1960), განათლების სამინისტროს რამდენიმე სიგელით, ყოფილი სსრკ-ის გეოგრ. საზ-ბის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
თხზ.: გარსევანიშვილი, ელ. (1955). გეოგრაფიული რუკის კითხვა. ჟურნ. კომუნისტური აღზრდისათვის, №10; გარსევანიშვილი, ელ. (1957). სახელმძღვანელო წიგნზე მუშაობა გეოგრაფიაში. ჟურნ. კომუნისტური აღზრდისათვის, №9; გარსევანიშვილი, ელ. (1963). ფიზიკური გეოგრაფიის საცნობარო ლექსიკონი. თბ., ცოდნა; გარსევანიშვილი, ელ. (1966). მხარეთმცოდნეობითი მუშაობის ზოგიერთი საკითხი. ჟურნ. ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში, № 1; გარსევანიშვილი, ელ. (1983). კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობა გეოგრაფიაში. თბ.; გარსევანიშვილი, ელ. (1985). გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა. დამხმარე სახელმძღვ. უმაღლ. სკოლის სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 59-60, ISBN 9992806982.