-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე ფილოსოფოსი საპატიო დოქტორი
გარი ფრენსის (Gary Francis, 17.V.1951, ავსტრალია), საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების მხარდაჭერისა და უნ-ტთან აქტიური თანამშრომლობისათვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.03.2015).
გ. ფ.-მ დაასრულა მელბურნის უნ-ტი სამართ. ბაკალავრის ხარისხით (1974). ამავე უნ-ტში მოიპოვა სამართ. მაგისტრის ხარისხი, შემდეგ კი კემბრიჯის უნ-ტში მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სტატუსი (1980).
გ. ფ. სხვადასხვა დროს იყო მელბრუნის უნ-ტის ლექტორი სამართ. დარგში და საფრანგეთის დიჟონის უნ-ტის სამართ. მოწვეული პროფესორი.
გ. ფ. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელია (1985), სადაც ეკავა შემდეგი თანამდებობები (2008): კონსულტანტი, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული ბიუროს უფრ. თანამშრომელი, გენ. დირექტორის თანაშემწე (1999–2003), გენ. დირექტორის მოადგილე (2003–2008).
გ. ფ.-ს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მე-4 გენ. დირექტორის თანამდებობა ეკავა (22.09.2008-31.12.2014).