-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი აღმოსავლეთმცოდნე მთარგმნელი არაბისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გარდავაძე დარეჯან აკაკის ასული (03. VI. 1969, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, არაბისტი, მთარგმნელი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1992), საუნ-ტო წლებში სწავლობდა დამასკოს არაბ. ენის ინ-ტში უცხოელებისთვის (1990-1991), თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სემიტოლოგიის კათედრის ასპირანტურაში (1998-2003). იყო ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (2004) გრიფით: მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ლიტერატურა; თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სემიტოლოგიის კათედრის უფ. მასწავლებელი (1997-2004); დოცენტი (2004-2006); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოც. პროფესორი (2006-2018); პროფესორი (2018-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის არაბისტიკის კათედრის ხელმძღვ. (2018-დან), აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ხელმძღვ. (2021-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2010-დან); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი (2011-დან); იუნესკოსთან თანამშრომლობით დაარსებული არაბ. ენის საერთაშ. საბჭოს წევრი (2012-დან); თანამედროვე არაბ. ლიტ-რის ევრ. ასოციაციის (EURAMAL) წევრი (2022-დან); შუა ს. და თანამედროვე არაბ. ლიტ-რის მკვლევარი; არაბ. ენის პირველი ქართ. საუნ-ტო სახელმძღვანელოსა და მისი არაბ.-ქართ. ლექსიკონის შემდგენელ-თანაავტორი; თანამედროვე არაბი პროზაიკოსების ქართულად მთარგმნელი. მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „უზრიული ღაზალი და გადმოცემები უზრიელ პოეტთა შესახებ“ (2003). გ. დ-ს ეკუთვნის სხვადასხვა რომანის არაბულიდან აკად. თარგმანი: ელიას ხური. „ქალაქის კარიბჭეები“ (2023); იმან ჰუმაიდან. „სხვა ცხოვრებანი“ (2021); იბრაჰიმ ალ-ქუნი. „ოქროს ქვიშა“ (2016) და ა.შ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გარდავაძე, დ. (თანაავტორი). (2010). თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941170874; გარდავაძე, დ. (თანაავტორი). (2011). არაბულ-ქართული ლექსიკონი თანამედროვე არაბული ენის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსათვის. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941173226; გარდავაძე, დ. (2018). უზრიული ღაზალი და გადმოცემები უზრიელ პოეტ-მიჯნურებზე. ქართული აკადემიური წიგნი. ISBN: 9789941957420; გარდავაძე, დ. (თანაავტორი). (2019). აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები. თბ., ISBN 9789941809675; გარდავაძე, დ. (მთარგმნელი). (2019). აბდ ალ-ჰამიდ შარაფი. აღმოსავლეთ-დასავლეთის თოთხმეტსაუკუნოვანი ბრძოლა: ახალი ხედვა. თბ., კლიო, ISBN: 9789941481420.