-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი საქართველოს პარლამენტის წევრი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გამცემლიძე ზაალ (ზაზა) გიორგის ძე (22.II. 1949, თბილისი). ბიოლოგი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი, სპეციალობით ბიოლოგი, ბოტანიკოსი (1972), ბიოლ. მეცნ. კანდ. გ. ზ. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ბოტან. ინ-ტის უფრ. ლაბორანტი; მეცნიერ-თანამშრომელი; ყაზბეგის მაღალმთიანი სტაციონარის გამგე; ცოცხალი ფლორის სექტორის გამგე; მცენარეთა კონსერვაციის განყ-ბის გამგე; დირექტორი (1972-2007); თბილ. ბოტან. ბაღისა და ბოტან. ინ-ტის დირექტორი (2007-2008); საქართვ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2008-2012); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე (2008-2012); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის წევრი (2008-2012).
ლიტ. : ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.