-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
გამსახურდია გივი გრიგოლის ძე (1937. 06.VII, თბილისი-2012). ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“ (1955) და სადოქტორო დისერტაცია „ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში“ (1997). უნ-ტში მუშაობის პერიოდში ეკავა დოცენტის თანამდებობა (1965-1976); იყო ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1977-1990); კათედრის გამგის მოადგილე მოგვიანებით დაიკავა ცენტრ. კომიტეტის საორგანიზაციო განყ-ების ინსპექტორის თანამდებობა; იყო საქართვ. ფინანსთა სამინისტროს მთ. სამმართველოს უფრ.; აბაშის რაიკომის მდივანი; სახალხო კონტროლის პალატის თავ-რის მოადგილე; საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრი (1994-2006); თსუ-ის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე (1994); საქართვ. ტექნ. უნ-ტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკ-ტის სრული პროფესორი. პროფ. გ. გ. 200 -მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორია. მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავდა საფინანსო პოლიტიკის, ფულის მიმოქცევის, საბანკო სისტემისა და ეკონ. რეფორმების საკითხებს. მრავალწლიანი სამეცნ. პედ. და საზ-ებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისათვის (1998) და საპატიო ნიშნის ორდენით. გ. გ. იყო საბაჟო დეპარტ. საბჭოს წევრი; საგადასახადო ინსპექციის საბჭოს წევრი.
თხზ.: გამსახურდია, გ. (1973). სოციალისტური შეჯიბრების როლი წარმოების პროცესის სრულყოფაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გამსახურდია, გ. (1994). პოლიტიკური პარტიები საქართველოში პირველი სახალხო რევოლუციისა და რეაქციის პერიოდში. თბ.; გამსახურდია, გ. (1995). საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თბ., მერიდიანი; გამსახურდია, გ. (1997). ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში. თბ., მერიდიანი.
ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: 1998-1999. თბ.; გაჩეჩილაძე, თ. (2001). წიგნი ღირსებისა: ტ. 3. თბ.