-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი აღმოსავლეთმცოდნე
გამყრელიძე რეზო (რევაზი) ვალერიანის ძე (04. II. 2027, ქ. ქუთაისი-05.V.2025 ქ. მოსკოვი), მათემატიკოსი და პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი, სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2003), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1960). დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნი-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი ( 1950) და ასპირანტურა (1953). იყო სსრკ ვ. სტეკლოვის სახ. მოსკოვის მათ. ინ-ტის უმცრ., უფრ. და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1953-1988), დიფერენციალური განტოლებების განყ-ბის გამგე (1988-1997). ის არის ოპტიმალური მართვის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. რ. გამყრელიძე, გურამ ხარატიშვილთან ერთად, ითვლება საქ. ოპტიმალური მართვის თეორიის განვითარების ორგანიზატორად და პირველი ქართვ. მათ. მეცნიერის ანდრია რაზმაძის მეცნ. მემკვიდრეობის გამგრძელებლად. იგი იყო თსუ-ის მართვის თეორიის კათედრის დამაარსებელი (1971) და გამგე (1975-1995), რუსეთის მეცნ. აკად. პრეზიდიუმის მეცნიერ-მრჩეველი (1999-2025). საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1969). სსრკ ლენინური პრემიის ლაურეატი (1962); საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1980). საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაჯილდოვებულია თსუ-ის ი. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2017). ის ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ.-კვლ. და პედაგოგიურ მოღვაწეობას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნ. ცენტრებში (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და სხვა ). მისი მრავალრიცხოვან მოწაფეებს შორის მრავალადაა, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი. რ. გამყრელიძე იყო "Journal of Dynammical and Control Systems" და "Journal of Mathematical Sciences" დამაარსებელი და მთ. რედაქტორი; რეფერატული ჟურნ. ”Matematika”, სერიული გამოცემების: ”Contemporary Mathematics and Its Applications”, “Contemporary Mathematics. Fundamental Directions”, “Fundamental and Applied Mathematics” მთ. რედაქტორი. მეცნ. კვლევების მიმართულებები: ტოპოლოგია; ოპტიმალური მართვის თეორია; დიფერენციალური განტოლებები; ექსტრემალური ამოცანების აქსიომატური თეორია; მართვის გეომეტრიული თეორია.
თხზ.: Gamkrelidze R. (თანაავტორი). (1961). The mathematical theory of optimal processes. (Russian), Gosudarstv. Izdat. Fiz.-Mat. Lit,. Moscow; Gamkrelidze R. (1978). Principles of optimal control theory. Plenum-Press-New York and London; Gamkrelidze R. (თანაავტორი). (1985). Differential geometric and group theoretic methods in optimal control theory, J. Soviet Math., 28:2, pp. 145–182.