გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე
გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე

გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე (23. X. 1929, ქ. ქუთაისი — 10. II. 2021, თბილისი. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონი), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ფილოლ. განყ-ბა, სემიტოლოგიის სპეციალობით (1952). ეწეოდა სამეცნ. პედ. მოღვაწეობას (1953). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ხეთური ენის პროინდოევროპული ელემენტები“ (1956), სადოქტორო დისერტაცია — შემდეგ საკითხზე: „ხეთური ენა და ლარინგალური თეორია“ (1960). დაინიშნა სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგედ (1966). აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის დირექტორი გახდა (1973). იგი იყო უმაღლ. საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპ. გ. თ. დაინიშნა ცენტრ. საენათმეცნიერო ორგანოს, ჟურნ. „Вопросы языкознания-ს“ მთ. რედ. (1987). იგი იკვლევდა აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორ. ენათმეცნ., ძვ. აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს, მან გადაჭრა ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართების სადავო საკითხი. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ. ქართველოლოგიურ ნაშრომებში აღდგენილია საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები. ნაშრომები გამოცემულია უცხოურ ენებზეც. იყო საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), მისი საარჩევნო ბლოკი იყო: „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.04.1991). დაინიშნა საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრად  (1992). გ.თ. იყო საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი (1992-1995), საარჩევნო ბლოკი: „11 ოქტომბერი“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი (1995-1999), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი (1999-2004), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს: ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახ. საერთაშ. პრემია (1989), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინ-ტის „ღირსების ოქროს მედალი“ (1998), ჩიკაგოს უნ-ტისა და ბონის უნ-ტის საპატიო დოქტ. წოდება. იგი არის 200 სამეცნიერო ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი, ფილოლ. მეცნ. კანდ. (1956), ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1963). გ.თ. იყო ავსტრიის მეცნ. აკად., ამერიკის ხელოვნებათა და მეცნ. აკად. და ბრიტანეთის მეცნ. აკად. უცხოელი საპატიო წევრი, აგრეთვე ევროპის ლინგვ. საზ-ბის წევრი, რ-ის პრეზიდენტადაც ინიშნებოდა (1989-1987). იგი იყო საპატიო წევრი ინდოევროპული საზ-ბისა და  ლინგვ. საზ-ბის. გ. თ. გახდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1974-დან), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1967-1974), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტი (2005-2013), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (1974-2021). გახდა საქართვ. მეცნ. დამს. მოღ. (1979), მიიღო ლენინური პრემია (1988), ივანე ჯავახიშვილის სახ. პრემია (1990), ჟიული შარტავას სახ. პრემია (1996), ღირსების ორდენი ქართ. მეცნ. განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნ., პედ. და საზ. მოღვაწეობისათვის (1999). გახდა თბილ. საპატიო მოქალაქე (2000), გადასცეს წმ. გიორგის ოქროს ორდენი (საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღ. ჯილდო) (2012).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გამყრელიძე, თ. (1965). სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში: საერთო-ქართველური [ენის] სტრუქტურის ტიპოლოგია. მეცნიერება; გამყრელიძე, თ. (1984). Индоевропейский язык и индоевропейцы : Реконструкция и историко-типологический анализ праязыка и протокультуры. ТГУ; გამყრელიძე, თ. (1989). წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა: ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა.  უნ-ტის გამ-ბა;  გამყრელიძე, თ. (2000). რჩეული ქართველოლოგიური შრომები: კრებული.  უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9992877146; გამყრელიძე, თ. (2008). თეორიული ენათმეცნიერების კურსი = A Course in Theoretical Linguistics. თბილ. უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9789941130199.