გამყრელიძე სულხან ოთარის ძე
გამყრელიძე სულხან ოთარის ძე

გამყრელიძე სულხან ოთარის ძე (09.VI.1968), იურისტი. დაასრულა თსუ-ის საერთაშ. სამართ. და საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტი (1995).  სწავლობდა ქალაქ პასსაუს (გერმანია) უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ტზე (1991-1993). ქ. ბონში (2010) და ქ. მიუნხენში (2015) გავლილი აქვს გერმანული ენის სპეც. კურსი „გერმანული ენა იურისტებისთვის“ და „ინტესიური კურსი - ენა და კულტურა“. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (2015). სტუმრობდა ფრაიბურგის სისხლის სამართლის, საერთაშ. სისხლის სამართ. და უცხ. სისხლის სამართ. მაქს პლანკის სახ. ინ-ტს არაოფიციალური სტუმრის (თანმხლების პირის) სტატუსით (1995, 1996, 1997-1998). ფრაიბურგში მუშაობდა გერმ. სამართ. ზოგად და საერთაშ. კერძო სამართ. საკითხებზე. მონაწილეობდა საქართვ. იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ სამუშაო ჯგუფში (1996-1998), რ-მაც შეიმუშავა საქართვ. კანონი საერთაშ. კერძო სამართ. შესახებ. საქართვ. იუსტიციის სამინისტრომ სამეცნ. მიზნით მიავლინა ქალაქ ბრემენის უნ-ტში (გერმანია) (1997). მივლინების საფუძველი იყო საქართვ. საერთაშ. კერძო სამართ. კანონის განმარტებებზე მუშაობა. აღნიშნული კანონპროექტის (და შემდგომ განმარტებების) შემუშავებაში პარტნიორები იყვნენ ქ. ბრემენის უნ-ტის პროფ. როლფ კნიპერი (იმჟამად გერმ. ტექ. თანამშრომლობის საზ-ების /GTZ/ აღმ. და ცენტრ. ევროპის გარდაქმნის პროცესში მყოფ სახელმწიფოების სამართ. რეფორმის პროექტის ხელმძღვ.) და ბრემენის ლანდის უზენაეს სასამართლოს ყოფილი თავ-რე, დოქტორი ჰელმუტ ჰაინრიხსი (გერმ. სამოქალაქო კოდექსის ცნობილი პალანტის კომენტარის კომენტატორი). მუშაობდა იურიდ. განათლების კონცეფციაზე ბრემენის ლანდის (გერმანია) უზენაეს სასამართლოს იმჟამინდელ თავჯდომარესთან, დოქტორ იორგ ბევერსდორფთან ერთად (2001-2002). აღნიშნული მიზნით იმყოფებოდა მოკლევადიანი სამეცნ. მივლინებით ქ. ბრემენის (გერმანია) უნ-ტში. კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამარიკულ უნ-ტში (GAU) საერთაშ. კერძო სამართ. სფეროში (2010, 2011, 2017). იყო საქართვ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის დეკანი (2010-2013), ქუთაისის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2015-2018). მუშაობდა საქართვ. იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. (1994-98, 2003-2009). იყო გერმ. ტექ. თანამშრომლობის საზ-ების (GTZ) სამართ. და სასამართლოს რეფორმის პროექტის კოორდინატორი საქართველოში (2000-2003); საერთაშ. სამართ. თანამშრომლობის გერმ. ფონდის (IRZ) პროექტის კოორდინატორი საქართველოში (2006-2025); არის საქართვ. უზენაეს სასამართლოს რეფერენტი (2015-დან); გრ. რობაქიძის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2018-დან); თსუ-ის თინათინ წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2025-დან). გ. ს.-ის სამეცნ. ნაშრომებია: „გაერთიანებული გერმანიის კონსტიტუცია“ (1990); „გერმანული კანონმდებლობა ქართული სამართლერივი რეფორმის სამსახურში“ (1994); „საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის საფუძვლები“ (1998); „საქართველოში იურიდიული განათლების რეფორმის ზოგიერთი საკითხი“ (2004); „სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია საერთაშორისო კერძო სამართლის პროცესში“ (2011); „ჰერაკლიტეს მზე (პირველი ესსე), ჰერაკლიტეს მზის სხივები ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში“ (2025).

თხზ.: გამყრელიძე, ს. (2000). საერთაშორისო კერძო სამართლის შესავალი. თბ., ბონა კაუზა, ISBN: 999288441X; გამყრელიძე, ს. (2015). შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდი საერთაშორისო კერძო სამართალში ევროპის, გერმანული და შვეიცარული სამართლის გათვალისწინებით. თბ., იურისტების სამყარო, ISBN: 9789941944420.