გამყრელიძე ქეთევან პავლეს ასული (3.VI.1964, თბილისი - 1.V.2021, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი დაბალი ტემპ-რების ფიზიკის სპეციალობით (1988) და თსუ-ის ასპირანტურა (1994). გ. ქ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „მაღალტემპერატურული კერამიკული YBa2 Cu3 O7-x“ (2001). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ლაბორანტად (1990-1996), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე სხვადასხვა პოზიციებზე: მეცნიერ მუშაკი (1996-2006), ფიზიკის მიმართულებაზე საკონტრაქტო ხელშეკრულებით მასწავლებელი (2001-2006), ზოგადი ფიზიკის სასწ. ლაბორ. უფრ. ლაბორანტი (2006-2021), დამხმარე მასწავლებელი (ხელშეკრულებით) (2018-2021). გ. ქ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო იყო: დაბალი ტემპ-რების ფიზიკა. იყო 15-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: „Magnetization studies in ceramic YBa2Cu3O7-x” (Fiz. Nizk. Temp..,ვ.17, 5, 619-625, 1991); “Magnetization studies in YBa2Cu3O7–x ceramic” (Low Temp. Phys. 17, 326–329, 1991); “Investigation of isothermal residual magnetization in the high-temperature superconductor YBa2Cu3O7–x “ (Low Temp. Phys. 19, 736–738, 1993). გ. ქ. იყო რამოდენიმე ადგილ. და საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე. გ. ქ.-ს ჯილდოს სახით დანიშნული ქონდა ჯ. სოროსის სტიპენდია (1994).