გამყრელიძე გიორგი სამსონის ძე
გამყრელიძე გიორგი სამსონის ძე

გამყრელიძე გიორგი სამსონის ძე  (18. VIII. 1902, ქუთაისი-06. VII. 1953,), ეკონომისტი, მეცნიერი, სტატისტიკოსი, დემოგრაფი. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის ეკონ. განყ-ება (1920- 1924); მუშაობდა თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწ. და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიაში (1926–1938); დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია თემაზე: „ხელოსნური  მრეწველობა და ამქრული  წყობილება  საქართველოში“; მუშაობდა თსუ-ის უნ-ტში ეკონომიკის ფაკ-ტის სახ. სამეურნეო აღრიცხვის კათედრაზე და იყო  კათედრის  გამგე  (1938-1953); ასევე იყო საქართვ. სახელმწ. სტატისტიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი; მან პირველმა თარგმნა ქართულად „გოთას პროგრამის კრიტიკა“ (1932); „თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“ (1932); ფრიხრიხ ენგელსის „მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში“.

თხზ.: გამყრელიძე, გ. (1926). ხელოსნობა ტფილისში. ტფ.; გამყრელიძე, გ. (1947). თეორიული სტატისტიკა. თბ.; გამყრელიძე, გ. (1953). დემოგრაფიული სტატისტიკა. თბ. გამყრელიძე, გ. (1948) თბილისის უნივერსიტეტი 1918-1948

ლიტ: გამყრელიძე გიორგი სამსონის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2. თბ., 1977, გვ. 668.