-
ავტორი
- კატეგორიები: სპორტსმენი კურსდამთავრებული
გამხიტაშვილი ივანე (ვანო) (13.VII. 1973, სამთავისი, კასპი-12. VII. 1999, აღაიანი, კასპი, დაიღუპა ავტოკატასტროფაში), ქართვ. სამბისტი (90 კგ). გ. ი.-მ დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1995). იგი იყო: ევრ. ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), ევრ. ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993–1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995–1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). საქართვ. აბსოლუტური ფალავანი ქართ. ჭიდაობაში (1994). საქართვ. სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართვ. სამბისტად აღიარა. გ. ი. სხვადასხვა წინით კატეგორიაში მონაწილეობდა მსოფლიო და ევროპულ ჩემპიონატში(1991-1999).
ლიტ.: გამხიტაშვილი ივანე. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, (1998-1999), გვ. 74; ბერიშვილი ელგუჯა. (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.