გალი ბუტროს-ბუტროს
გალი ბუტროს-ბუტროს

გალი ბუტროს-ბუტროს (غالي بطرس بطرس, კაირო, ეგვიპტე, 14.XI.1922 - 16.II.2016, კაირო, ეგვიპტე)  თსუ-ის სამეცნ. საბჭომ პოლიტ. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ეგვიპტელი დიპლომატი, გაეროს გენ. მდივანი, აირჩია საპატიო დოქტორად (31.10.1994).

გ. ბ.-ბ. დაიბადა ეგვიპტის გავლენიან ოჯახში - პაპა, ბუტროს გალი, ეგვიპტის პრემიერ–მინისტრი იყო (1908-1910). მან კაიროს უნ-ტში მიიღო პოლიტოლოგიის (1946), ეკონ. და სამართ. ბაკალავრის, ხოლო პარიზის უნ-ტში - საერთაშ. სამართ. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (1949). მიღებული ჰქონდა პარიზის უნ-ტის არაერთი დიპლომი პოლიტოლოგიის, ეკონ. და საჯარო სამართ. სფეროებში. კაიროს უნ-ტში იყო საერთაშ. სამართ. და ურთიერთოებების  პროფესორი (1949-1977). იყო საერთაშ. სამართ. ეგვიპტური საზ-ბის პრეზიდენტი (1965).

გ. ბ.-ბ. ხელმძღვანელობდა პოლიტ. და სტრატეგიული კვლევების ცენტრს („ალ-ახრამი“الأخرم , 1975). მანვე დააარსა და რედაქტორობდა ჟურნა. „ალ-ახრამ ალ-იქტისადი“ (1960-1975,  جريدة الأكـرام الإقتصادية ). იგი იკავებდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრისა (17.11.1977-31.12.1991) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის (31.12.1996) პოსტს. მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო საქმიანობას ჩამოსცილდა, გ. ბ.-ბ. მაინც არ წყვეტდა მშვიდობისთვის ბრძოლას - კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა გაეროს დამოკიდებულებაზე ერაყის ომის მიმართ.

გ. ბ.-ბ. არაერთი სასწავლო დაწესებულების საპატიო დოქტორის სტატუსს ატარებდა, მათ შორისაა: პარიზის პოლიტ. კვლევების უნ-ტი და მოსკოვის საერთაშ. ურთიერთობების სახელმწ. ინ-ტი.