- კატეგორიები: ფილოლოგი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გაიპარაშვილი ზურაბ თეიმურაზის ძე (02.II.1960. სოფ. ართანა, თელავის რაიონი), ფილოლოგი, ისტორიის დოქტორი. დაამთავრა თელავის მე-4 საშ. სკოლა (1977); თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1984); ასევე საზ-ებრივ პროფესიათა ფაკ-ტი (ფერწერა). მუშაობდა თსუ-ის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ (1984), უფრ. ლაბორანტად (1984-1991); თბილ. ინდუსტრიულ-პედ. ტექნიკუმში მასწავლებლად (1986-1988); თსსი-ში მასწავლებლად (1989-1992); იყო გაზ. "ივერია-ექსპრესის" მთ. რედ. მოადგილე (1992-1994); დაინიშნა საქართვ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწ. დეპარტ. სამმართველოს უფროსად (1994), შემდეგ - საქართვ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწ. დეპარტ. თავ-რის მოადგილედ (1994-1998) და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ (1998-2003). მუშაობდა თსუ-ის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1991-2005); დაინიშნა ამავე უნ-ტის სამუზეუმო სამსახურის უფროსად (2005-2007); არის თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვ. (2010-დან); გ. ზ-მ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია “საქართველოში ჰერალდიკის განვითარების კულტურულ-მსოფლმხედველობრივი საფუძვლები” და მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი (2010). გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: „გერბი ღირსების ნიშანიცაა : [ქართული უნ-ტის გერბის შესახებ]“ (ხელოვნება, 1993, N5-6); “ანთიმოზ ივერიელის ჰერალდიკური ოპუსი“ (სამეცნიერო შრომების კრებული, 2005, N 6); „ივანე ჯავახიშვილის როლი საქართველოს საგანძურის უცხოეთში გატანის საქმეში“ (თბილისის უნივერსიტეტი, 2005, N 2, 13 იანვ.); „ანთიმოზ ივერიელი და ქართული ჰერალდიკა“ (საქართველო და ევროპული სამყარო-ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი: ტ.1, 2009); „პირველი ეროვნული უნივერსიტეტი კავკასიაში“ (ჩვენი მწერლობა, 2009, 6 თებ., N3; „ერთი წიგნის ისტორია: (ალექსანდრე ბატონიშვილის სახარება)“ (კულტურა პლუს, 2017, N 2).
თხზ.: გაიპარაშვილი, ზ. (2005). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი. თბ., უნივერსალი; გაიპარაშვილი, ზ. (2016). ჰერალდიკური არაბესკები, თბ. უნ-ტის გამ-ბა. გაიპარაშვილი, ზ. (2011). საუკუნის ნიშანსვეტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა. მე-2 გამოც. თბ., ISBN: 9789941132193; გაიპარაშვილი, ზ. (2023). უნივერსიტეტი: მე-6 გამოც. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941360626.