- კატეგორიები: ბიოლოგი მცენარეთა ფიზიოლოგი
გაიდამაშვილი მარიამ ვახტანგის ასული (22. VI. 1966, ქ. თბილისი), ბიოლოგი, მკვლევარი, აკად. დოქტორი (1998), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2006), მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულების ხელმძღვ. (2006). გ. მ.-მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1989). იყო უნ-ტის სამეცნ. საბჭოს სახელობითი სტიპენდიანტი. სწავლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე უფრ. ლაბორანტად (1989). შემდგომ მუშაობა გააგრძელა ამავე კათედრის უფრ. მასწავლებლად (1999), დოცენტად (2001), უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (2004). აქვე, პროფ. გ. ალექსიძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტრიტიკალეს ფოთლის ქლოროპლასტის ლექტინის შესწავლა: (1998). გ. მ.-მ გაიარა პოსტდოქტურანტურის კურსი იაპონიაში (ტოჰოკუს უნ-ტი ბიომოლეკულურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, 2003). დაასრულა UNESCO-ს სტაჟირების პროგრამები უნგრეთის აგრ. ბიოტექნოლოგიის ცენტრში „მცენარეთა ბიოტექნოლოგია და მოლეკულური ბიოლოგია“ (1997) და იერუსალიმის ებრაულ უნ-ტში „ბიოტექნოლოგია და ბიოინფორმატიკა სოფლის მეურნეობაში“ (2006). გ. მ. თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორია და ხელმძღვანელობს ბიოლოგიის დეპარტამენტის მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულებას (2006). არის ბიოლოგიის მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის მდივანი (2019), ბიოლოგიის საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ბიოლოგია“ მოდულის „მცენარეთა ბიოლოგია“ ხელმძღვ. EC TEMPUS/TACIS პროექტის საბაკალავრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ მოდულის „აგრარული ბიოტექნოლოგია“ კოორდინატორი (2006). გ. მ. კითხულობდა სალექციო კურსებს გისენის იუსტუს ლიბიგის (2016, 2018), ლა კორუნას (2019) უნ-ტებში ERASMUS+ აკად. პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობდა ERASMUS+ პროგრამაში „ქალები საერთაშორისო უმაღლეს განათლებაში და STEM დარგებში“ (ბრემენის უნ-ტი, 2019). გაიარა იტალიის კვლევების ეროვნ. საბჭოს (CNR) მობილობის პროგრამა CNR-IBE ფლორენციის ბიოეკონომიკის ინ-ტში (ინ ვიტრო ტექნოლოგიების და კრიოპრეზერვაციის ლაბორატორია, 2022). გ. მ.-მა საფუძველი ჩაუყარა სამეცნ. კვლევებს მცენარეთა ინ ვიტრო ტექნოლოგიების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რიგი ეროვნ. და საერთაშ. მნიშვნელობის სამეცნ.-კვლ. პროექტები მცენარეული ბიოაქტიური ნაერთების კვლევის, მცენარეთა ინ ვიტრო გამრავლების და გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მიმართულებით. გ. მ. არის მემცენარეობის საერთაშ. საზ-ების წევრი (2016). მიღებული აქვს მონაწილეობა 30-ზე მეტ საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმში. გ. მ. არის 40-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი.
თხზ.: Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2002). Interaction of lectin-like proteins of South African medicinal plants with Staphylococcus aureus and Bacillus subtilis. Journal of Ethnopharmacology, 80, pp.131-135; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2004). Characterization of the yam tuber storage proteins from Dioscorea batatas exhibiting unique lectin activities. J. Biol. Chem., 279, pp. 26028-26035; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2006). Prostaglandin inhibitory activity by lectin-like proteins from South African medicinal plants. South African Journal of Botany, 72, pp.661-663; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2009). Mannose-binding lectin from yam (Dioscorea batatas) tubers with insecticidal properties against Helicoverpa armigera (Lepidoptera: Noctuidae). J. Agri. Food. Chem., 57 (7), pp. 2896-2902; გაიდამაშვილი, მ., კორახაშვილი, ა. (2012). აგრობიოტექნოლოგია. თბ.; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2019). Development of an efficient ‘one-step freezing’ cryopreservation protocol for a Georgian provenance of chestnut (Castanea sativa Mill.) zygotic embryos. Notulae Botanicae, 47(4), pp. 1047-1054; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2021).Threatened woody plants of Georgia and micropropagation as a tool for in vitro conservation. Agronomy, 11, p.1082; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2021) Efficient protocol for improving the development of cryopreserved embryonic axes of chestnut (Castanea sativa Mill.) by encapsulation–vitrification. Plants, 10(2), p.231; Gaidamashvili, M. (თანაავტორი). (2022). Zygotic embryos for the efficient long-term conservation of a Georgian provenance of sweet chestnut: an overview. Acta Horticculturae, pp.43-49.