-
ავტორი
- კატეგორიები: სპორტსმენი კურსდამთავრებული ჟურნალისტი
გაგუნაშვილი მერაბ
გაგუნაშვილი მერაბ (03.I.1985, თბილისი). სპორტსმენი, ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი ჭადრაკში ქართველ მამაკაცთა შორის. მან დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. იგი გახდა ბუკთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1999); მსოფლიოს ვიცეჩემპიონი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის (2001); შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002); ანალოგიურ შეჯიბრებაზე II-V ადგილები გაიყო (2003); ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003, თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ვერცხლის მედალი); მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (2000-2004; 2000, თავის დაფაზე მოაგროვა 8-დან 6,5 ქულა). ქართვ. მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (2002).
ლიტ.: მეტრეველი, რ. (2003). უნივერსიტეტი დღეს. გვ. 61.