-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
გაგუა იამზე პანტელეიმონის ასული (03. I. 1942, სამტრედია), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1964); იყო ფილოლ. მეცნ. კანდ. (1981); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2003); თსუ-ის დოცენტი (1985); თსუ-ის ასოც. პროფესორი (2006); აკად. ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს თავ-რე (2012-2017); თსუ-ის მასწავლებელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი (2010-2012); სოხუმის უნ-ტის მასწავლებელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი (2010-2012). მისი სადისერტაციო თემა იყო: „ამბივალენტიზმი ავგუსტუსის პოლიტიკასა და ოვიდიუსის შემოქმედებაში“ (2003). არის არაერთი ნაშრომის ავტორი: „ოვიდიუსი და ძველი“ (1984); „ლათინური ენა“ (1987); „ომი და მშვიდობა რომაულ პოეზიაში“ (2006); „ამბივალენტიზმი ავგუსტუსის პოლიტიკასა და ოვიდიუსის შემოქმედებაში“ (2007); „ლათინური ენის სტილისტიკა“ (2006); „ოვიდიუსი. ტრფობის ხელოვნება, განკურნება სიყვარულისაგან: (ქართული თარგმანი, შესავალი წერილითა და კომენტარებით)“ (2009); „ტაციტუსი. ორატორების შესახებ: (ქართული თარგმანი, შესავალი წერილი და კომენტარები)“ (2014); „ლათინური ენის მორფემათა ლექსიკონი“ (2011) და სხვ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გაგუა, ი. (2008). ოვიდიუსი. ჰეროიდები : (ქართული თარგმანი, შესავალი წერილითა და კომენტარებით). თბ., ლოგოსი. ISBN 9789941401176; გაგუა, ი. (თანაავტორი). (2015). ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია თბ., მერიდიანი. ISBN 9789941250361; გაგუა, ი. (2017). ეპიკური გმირის ზნეობრივი კოდექსი. თბ., ლოგოსი. ISBN 97899414682; გაგუა, ი. (2018). განათლება ძველ რომში. თბ., ლოგოსი, ISBN 9789941468650; გაგუა, ი. (თანაავტორი). (2020). Lingua Latina: (ლათინური ენა). თბ., ლოგოსი. ISBN 9789941468957; გაგუა, ი. (2021). ლათინური ხატოვანი გამოთქმების ლექსიკონი. თბ., ლოგოსი, ISBN 9789941974359; გაგუა, ი. (2023). ოვიდიუსი, ფასტები: (ქართული თარგმანი, შესავალი სიტყვა და კომენტარები). თბ., ლოგოსი, ISBN 9789941985635; გაგუა, ი. (2024). ნარკვევები რომაული მწერლობის ისტორიიდან. თბ., ლოგოსი, ISBN 978994198775; გაგუა, ი. (2024). ანტიკური და ქართული მწერლობ: (ლიტერატურული პარალელები). თბ., ლოგოსი, ISBN 9789941985799; გაგუა, ი. (2024). ციცერონი: თხზ. 2 ტომად: (ქართული თარგმანი, შესავალი წერილი და კომენტარები). თბ. ლოგოსი. ISBN 9789941985812.