გაგოშიძე თამარ შოთას ასული
გაგოშიძე თამარ შოთას ასული

გაგოშიძე თამარ შოთას ასული (13.III.1959, თბილისი). ნეიროფსიქოლოგი. თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის პროფესორი (2014-დან). დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტი სპეციალობით სამედ. ფსიქოლოგია (1980). გააგრძელა სწავლა იმავე უნ-ტის ასპირანტურაში ნეირო და პათოფსიქოლოგიის კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სამედ.  ფსიქოლოგიაში (1984). მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში (1986-1988). მუშაობდა ნეიროფსიქოლოგად ი. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინ-ტში (1987-1994). იყო მასწავლებელი (1986) და დოცენტი თსუ-ში ფსიქოლ. ფაკ-ტის ზოგადი ფსიქოლ. კათედრაზე (1990). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამედ.  ფსიქოლოგიაში თემაზე: "პარკინსონიზმის ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები” (1997). იყო ფსიქოლ. მიმართულების პროფესორი თსუ-ის სოც.  და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტზე (2005-2014) და ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის დეკანი (2014-2022). გ. თ. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. განათლების სამინისტროს მისაღები გამოცდების მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვ. (2002—2004); გამოცდებისა და შეფასების ეროვნ. ცენტრის კვლევის ჯგუფის კონსულტანტი (2005—2014); ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის პრეზიდენტი (1997); ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინ-ტის (2005), ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის (2018), ტრენინგ-ცენტრის, საქართვ. ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციისა (2019) და საქართვ. უნ-ტების სტუდენტთა ფსიქოლ. კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის (2023) თანადამფუძნებელი. საგანმან. პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის საბჭოს წევრი (2012), საქართვ. ადრეული ინტერვენციის კოალიციის წევრი (2015). თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. და საზ. მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვებულია თსუ-ის საიუბილეო მედლით. გ. თ.-მ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა კლინ. და ბავშვის ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებებისა და სერვისების განვითარებას; არის ქვეყანაში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ. კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში. მუშაობდა ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის პროტოკოლებისა და სტანდარტების შემუშავებაზე. აქტიურად მონაწილეობს ინკლუზიური განათლებისა და ადრეული ინტერვენციის დანერგვაში, სტუდენტთა ფსიქ. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე. თანაავტორებთან ერთად არის არაერთი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. პერიოდულ გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები და კვლევები: „Autism and equine therapy“ („International handbook: Man and Horse. All about hyppo/ridetherapy”, 2011); „Bitemporal intractable epilepsy: could it be surgically treatable?“ (თანაავტ., Stereotactic and Functional Neurosurgery 91(2), 2013); „Electrophysiologically guided multitarget stereotactic intractable epilepsy surgery in patients with complex epileptic systems“ (Global Journal of Medical Research: A Neurology and Nervous System Volume 14 Issue 1, 2014); „Cognitive functions of children exposed to antiepileptic drugs in utero – Study in Georgia“ (Epilepsy and Behaviour, 66, 2017), „Stigma and self-stigma in adolescents with epilepsy: psycho-semantic approach“ (Georgian Psychology Journal” #1, 2018); „Linguistic and neuropsychological analysis of language production in 4–6-year-old Georgian-speaking children with typical language development and specific language disorder“ (Georgian Psychological Journal, 1. 2020); „Early childhood development and education in Georgia“ (Tbilisi: UNICEF, 2020); „Media exposure in Georgian children and adolescents“ (Tbilisi: UNICEF, 2020); „Child and adolescence disciplinary practices in Georgian households: Findings from MICS Study in Georgia“ (Tbilisi: UNICEF, 2020); „A 6-year longitudinal study of neurocognitive problems in children with epilepsy“ (Brain and Development, 21, N4, 2021) და „Language phenotypes in children with autism spectrum disorder, expressive language disorder, and typical language development“ (Applied neuropsychology. Child, 9, 2023).

თხზ.:გაგოშიძე, თ. (2007). ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები. თბ., ნეკერი; გაგოშიძე, თ. (2007). პრაქტიკული მუშაობა ბავშვებთან. წ. 2, ბავშვის განვითარების მასტიმულირებელი სავარჯიშოები. თბ., შპს ,,სიესტა”, ISBN:9789941903298; გაგოშიძე, თ. (თანაავტორი). (2008). ინკლუზიური განათლების პრინციპები. თბ., ნეკერი. ISBN: 9789941401282; გაგოშიძე, თ. (თანაავტორი). (2009). ინკლუზიური განათლების პრინციპები. თბ., ნეკერი. ISBN: 9789941401657; გაგოშიძე, თ. (2023). სასწავლო კურსი: აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა,  ISBN: 9789941360725.