გაგოშიძე შოთა ესტატეს ძე
გაგოშიძე შოთა ესტატეს ძე

გაგოშიძე შოთა ესტატეს ძე (06.XI.1924, ქ. თბილ.–25.IX.2003), ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1982), საქართვ. დამს. ჟურანლისტი (1971). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1948). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში (1973), იყო ჟურნალისტიკის ისტ. კათედრის გამგე (1981). ძირითადად იკვლევდა ქართ. ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიას, ჟურნალისტიკის თეორ. და პრაქტ. საკითხებს. იყო ქართ. ენაზე ჟურნალისტიკის პირველი სახელმძღვანელოს თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნ. ნაშრომი. ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. დაბეჭდილი აქვს აგრეთვე სამეცნ.-ფანტასტიკური მოთხრობები. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: გაგოშიძე, შ. (1971). გაზეთის მთავარი თემები. თბ.; გაგოშიძე, შ. (1971). არტემ ახნაზაროვი. თბ.; გაგოშიძე, შ. (1971). შალვა დადიანის ადრინდელი ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობა. თბ.; გაგოშიძე, შ. (1972). ქართული რევოლუციური პრესის სათავეებთან. თბ.; გაგოშიძე, შ. (1978). თავისუფალი სიტყვის ნაპერწკლები. XIX საუკუნის ქართული ხელნაწერი პრესის ისტორიიდან. თბ.; გაგოშიძე, შ. (1979). ცისფერი მნათობი. თბ.; გაგოშიძე, შ. (1989). ლიტერატურულ-პუბლიცისტური ეტიუდები. თბ.; გაგოშიძე, შ. (1985). ჟურნალისტიკა და საზოგადოება. თბ.; გაგოშიძე, შ. (1988). ჯადოსნური ბგერები : მეცნ.-ფანტ. მოთხრობები. თბ., გამომც. ნაკადული; გაგოშიძე, შ. (1988). პარტიული და საბჭოთა ჟურნალისტიკის ისტორია. თბ., გამომც. განათლება; გაგოშიძე, შ. (1996). ჟურნალისტიკის საფუძვლები. თბ.; გაგოშიძე, შ. (2004). ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. თბ.; გაგოშიძე, შ. (1996). ლიტერატურულ-პუბლიცისტური ეტიუდები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; გაგოშიძე, შ. (2004). ქართული ჟურნალისტიკის ისტორია : XX საუკუნის 20-იანი წლები, ნაკვ. 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 99940-20-57-9.