გაგოშაშვილი ნინო ანდროს ასული
გაგოშაშვილი ნინო ანდროს ასული

გაგოშაშვილი ნინო ანდროს ასული (22.XII.1966, ზესტაფონი), ფილოლოგი, თეოლოგი, მთარგმნელი. დაამთავრა  თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1993), თსა საღვთისმეტყველო ინ-ტი (1999), სწავლობდა (მაგისტრატურა) შამბეზის მართლმადიდებელ თეოლ. ინ-ტში (პარალელურად, მაგისტრატურის პროგრამას გადიოდა ჟენევის პროტესტანტულ და ფრიბურგის კათოლ. უნ–ტებში, 2002-2005), ასევე, სტუ-ის საინჟ. ეკონ. მედიატექნოლოგიებისა და სოც. მეცნ. ფაკ-ტის დოქტორანტურაში თეოლოგიის მიმართულებით (2019). თსა-ს საღვთისმეტყველო ინ-ტში  ასწავლიდა ძვ. ქართ. ლიტ.  (1999-2002) და ქრისტიანულ პედაგოგიკას (2010-2012),  არის თსუ შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1999), თანამშრომლობს საქართვ. საპატრიარქოს პრესცენტრთან (1999). წლებში თანამშრომლობდა  საქართვ. ფრანგ. ინ-ტთან 2011 წელს მიღებული აქვს საფრანგეთის წიგნის სახლისა და საქართველოში საფრანგეთის კულტ. ცენტრის პრემია წლის საუკეთესო თარგმანისთვის ადრიან მარინოს წიგნზე  „კომპარატიზმი და ლიტერატურის თეორია“ (რ. თურნავასთან ერთად, 2010-2015), შემდეგ მან მიიღო კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციისა (GCLA) და თსუ–ის მიერ დაარსებული  გ. გაჩეჩილაძის სახ. პრემია წლის საუკეთესო სამეცნ. თარგმანისთვის  რ. ბარტის წიგნზე S/Z (2015). 

თხზ.: გაგოშაშვილი,  ნ. (თანაავტორი). (2016).  ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 978-9941-22-780-6; გაგოშაშვილი, ნ. (2018). კავკასიის ფრანგული დღიური: ფრანგულ-ქართული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობა. კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაცია (GCLA), გამომც. მწიგნობარი, ISBN 978-9941-0-5065-7; გაგოშაშვილი,  ნ. (თანაავტორი). (2019).  ფრანგული თეატრით შთაგონებული ქართული პიესები: ადაპტაცია 1880 – 1930 წლების ქართულ  დრამატურგიაში. სჯანი  №20/2, გვ. 95-116.  თსუ შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაცია (GCLA) ISSN 1512-2514, 2019; გაგოშაშვილი,  ნ. (თანაავტორი). (2019).  ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17 - მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში. თბ., გამომც. მწიგნობარი; გაგოშაშვილი,  ნ. (2016).  ჟოზეფ დე მესტრი და საქართველო. ერთი უცნობი ხელნაწერის ბედი. სჯანი, №20. შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაცია, (GCLA)ISSN 1512-2514; გაგოშაშვილი,  ნ. (2020).  ქრისტიანი ქალები ბერძნულ-ლათინურ წარმართულ წყაროებში (II-III სს-ები). ლიტერატურის ინ–ტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაცია, ISBN 978-9941-13-919-2; გაგოშაშვილი,  ნ. (2021).  სნეულებისა და კურნების არსი  ძველი აღთქმისა და  ლუკას სახარების მიხედვით. თსუ შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაცია; გაგოშაშვილი,  ნ. (რედაქტორი). (2022).  ფრანგულ-ქართული ლექსიკონი (ორტომეული) , ტ. 1, 2. თბ., გამომც. კარტოგრაფია, ISBN 978-9941-83991-7; გაგოშაშვილი,  ნ. (2023).  ქრისტიანი ქალები ბერძნულ-რომაული სამყაროს სოციოკულტურულ კონტექსტში (II-IIIსს.) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 100. თეოლოგიის სამეცნ. ცენტრი. საგამომც. სახლი ტექნ. უნ–ტი, ISBN 978-9941-28-947-7; გაგოშაშვილი,  ნ. (თანაავტორი). (2024).  ფრანგი მწერლების ლიტერატურული და პოლიტიკური სტრატეგია საქართველოს მიმართ XX საუკუნის პირველ ნახევარში. თსუ შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაცია. ISBN  978-9941-36-334-4; გაგოშაშვილი,  ნ. (თანაავტორი). (2024).  უწერელი ჩუეულება ქრისტიან ქალთა შესახებ.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ–ტის ნ. ბერძენიშვილის ინ–ტი, 136-142 ISSN 2960-92082024.