გაგნიძე თორნიკე არჩილის ძე
გაგნიძე თორნიკე არჩილის ძე

გაგნიძე  თორნიკე არჩილის ძე (22.I.1991, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2012);  გახდა თსუ-ის გამოყენებითი ფიზიკის მაგისტრი (2014); იყო დოქტორანტი შვეიცარიის ფედერალურ მასალათმცოდნეობის და ტექნოლ. ლაბორატორიაში (Empa, 2015-2020). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია  ციურიხის ფედერალურ ტექნოლ. ინ-ტში თემაზე: „Investigation of the electronic structure at the SrTiO3/YBa2Cu3O7-δ interface” (2019); მუშაობდა ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტში კონდენსირებული გარემოს მიმართულების მთავარ მკველევარად (2020–დან). არის თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2021-დან). მისი სამეცნ. კველვის სფეროა  თანამედროვე ფუნქციური მასალების თხელი ფირების და ჰეტეროსტრუქტურების მიღება და შესწავლა. არის რამდენიმე სამეცნ. შრომის ავტორი. მათ შორის: "Structural properties of ultra-thin SrO film deposited on SrTiO3" (Science and Technology of Advanced Materials, 2019, 20, 456);  "Direct-epitaxial growth of SrAl2O4: Eu,Dy thin films on Al2O3 substrate by pulsed laser deposition" (Applied Surface Science, 2019, N 491, 53); "Photocatalytic and Magnetic Properties of TiO2 Micro- and Nano- Powders decorated by Magnetic Cocatalysts" (Engineering, Technology & Applied Science Research, 2023, N 13, 5).