გაგნიძე ინეზა შალვას ასული
გაგნიძე ინეზა შალვას ასული

გაგნიძე ინეზა შალვას ასული (16.VII.1965, თბილისი). ეკონომისტი, წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი (1987), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1995). მუშაობდა ფაკ-ის მრეწველობის, სოფ. მეურნეობისა და შრომის ეკონ. კათედრის ლაბორანტად, შემდეგ მასწავლებლად (1987-2002). გ. ი. იყო ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საქართვ. ეკონ.  კათედრის დოცენტი (2004-2006), ამავე ფაკ-ტის მიკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დან), ეკონომიკის დოქტორი.  გ. ი. მონაწილეობს სხვადასხვა  პროექტებში: ბრუნელის; პირეუსისა და პარიზის უნ-ტებთან;   პირეუსის ტექნ. ინ-ტთან. იგი არის ბიზნეს სისტემების ლაბორატის სამეც. საზ-ის საბჭოს წევრი (იტალია, BSLab), საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „კიბერნეტეს“ (“Kybernetes”) და „ბაზრების და ბიზნეს სისტემების“ სარედაქციო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე სამეცნ.-პრაქტ. ჟურნ. „ეკონომიკური პროფილი“ საქართვ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. ავტორია მრავალი სამეცნ. სტატიისა და ნაშრომისა. მონაწილეობს   საერთაშ. სიმპოზიუმებში, კონგრესებსა და ადგილობრივ კონფერენციებში.  აქვეყნებს სტატიებს უცხოელ კოლეგებთან (იტალია, სლოვენია, სერბეთი, უკრაინა) ერთად.  მიღებული აქვს თსუ-ის რექტორის ჯილდო მაღალრეიტინგული სამეცნ.-კვლ. პუბლიკა­ცი­ე­ბისთვის.

თხზ.: გაგნიძე, ი. (2002).  მიკროეკონომიკა : მეთოდური სახელმძღვანელო: ნაწ. 1-2. თბ., უნივერსალი;  გაგნიძე, ი. (2012). ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და კლასტერები: ისტორია და თანამედროვეობა. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941176371; გაგნიძე, ი. (2013). მართლმადიდებლობა და ეკონომიკა : [სამეცნიერო-ეკონომიკური ნაშრომი].თბ., უნივერსალი, ISBN 9789941221378; Gagnidze, I. (2022), "Industry 4.0 and industry 5.0: can clusters deal with the challenges? (A systemic approach)", Kybernetes, Vol. ahead-of-print No. ahead-of-print. Vol .52, pp.2270-2287.