გაგნიძე ავთანდილ
გაგნიძე ავთანდილ

გაგნიძე ავთანდილ გიორგის ძე  (01. II. 1959, რუსთავი), მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1995), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა: კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა ოქროს მედალზე (1976),  მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1981) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1985). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1986). სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის მექან.- მათ. ფაკ.- ტის დოცენტი (1986-1994) და პროფესორი (1995-2006), დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის გამგე (1995), საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროში ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი (1995-2000);  საქ.  მათ. ოლიმპიადების ჟიურის თავმჯდომარე; საქართვ. მათ. კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1999-2003); თსუ-ის ეკონ. საერთაშ. სკოლის (ISET) ვიცე-დირექტორი (2006-2007); კავკ. უნ-ტის პროფესორი (2004-2014); საქართვ. ბანკის უნ-ტის პროფესორი და  სამეცნ. დეპარტ. ხელმძღვ. (2014-2019);  თბილ. ევრ. სკოლის დირექტორის მოადგილე (2011-2018);   შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის  პროფესორი და პროგრამების კოორდინატორი (2018-2022). თბილ. აღმ.- ევრ. უნ-ტის პროფესორი, აკად. პროგრამების ხელმძღვ. და სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2012-დღ); თბილ. აღმ.-დას. უნი-ტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნ. კვლევების და განვითარების მიმართულებით (2019-დან). გ. ა. არის კიბერუსაფრთხოების სამეცნ. ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეცნ.  დეპარტ. ხელმძღვ. (2019-დან), რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. სარედაქციო საბჭოს წევრი. არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებში (მათ შორის Scopus და Web of Science) და წარდგენილია მაღალი რანგის სამეცნ. კონფერენციებზე. მისი ციტირების ინდექსი რამდენიმე ასეულია. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. კვლევითი გრანტის და პროექტის მონაწილე და ხელმძღვ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე დისერტაცია. გ. ა.-ს ძირითადი სამეცნ. მიმართულებებია: დიფერენციალური განტ.,  გადაწყვეტილების მიღების თეორია, კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება. დიფერენციალური განტოლებების მიმართულებით მისი ძირითადი შრომები შეეხება ევოლუციური განტოლებების შესწავლას. მან გამოიკვლია პარაბოლური განტოლებებისთვის სასაზღვრო ამოცანების ამონახსნების არსებობის და ერთადერთობის პირობები შემოუსაზღვრელ არეში და შემოუსაზღვრელი კოეფიციენტებით. დაადგინა ერთადერთობის კლასების დამოკიდებულება კოეფიციენტების ზრდის ტემპზე. მან ასევე გამოიკვლია სითბოს გავრცელების პროცესი არაერთგვაროვან გარემოში და ააგო მცირე პარამეტრის შემცველი პარაბოლური განტოლებების ამონახნების სრული ასიმპტოტიკური გაშლა მცირე პარამეტრის ხარისხების მიმართ. გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით მისი ძირითადი ნაშრომები შეეხება ეკონ. და ბიზნესის პროცესების მართვაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისას რისკების გათვალისწინებას და რისკების მინიმიზაციის მეთოდებს. კრიპტოგრაფიის და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მისი ძირითადი ნაშრომები შეეხება პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიის ახალი მეთოდების შესწავლას, 5G და მის შემდგომ ქსელების უსაფრთხოების, უსაფრთხო კომუნიკაციების პროტოკოლებისა და გენეტიკურ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამული სისტემების შექმნას.

თხზ.: Gagnidze, A. (1984).On uniqueness classes of the solutions of boundary-value problems for second-order parabolic equations in an unbounded domain.  Russian Mathematical Surveys; Gagnidze, A. (1998). Asymptotic expansion of solutions of parabolic equations with a small parameter. Georgian Mathematical Journal; Gagnidze,  A. (2017). Novel version of Merkle cryptosystem. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences.