გაგნიაშვილი ნინო სანდროს ასული
გაგნიაშვილი ნინო სანდროს ასული

გაგნიაშვილი ნინო სანდროს ასული (15.II.1995, საგარეჯო), ქიმიკოსი, ქიმიის აკად. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბაკალავრი (2016), მაგისტრატურა (2018), დოქტურანტურა (2024), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ბუნებრივი სორბენტების შერჩევა ქრომის, თუთიის, ტყვიის და კადმიუმისგან ზედაპირული წყლების გასაწმენდად“, ქიმიის აკადემიური დოქტორი (2024); მუშაობდა თსუ-ის ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის  ინ-ტის ანალიტიკური ცენტრ “გეოანალიტიკა”-ს სამეც.-კვლ. განყ-ებაში ინჟინერის (2007-2010); წამყვანი ინჟინერის (2018-2022), მეცნ.-თანამშრომელია (2022-2025) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (2025-დან). მიღებული ჯილდოებია: ეროვნ. სამეცნ. ბიბლიოთეკა ,,თეზისი 3 წუთში“ (2022); არ-ემ-ჯი ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო (2025); კვლევის შედეგები  ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნ.: „The Influence of Structural Parameters of Georgian Natural and Modified Mordenite over its Adsorption Properties Towards Lead Ions“ (Journal of Ecological Engineering, Poland, 2023); “Adsorption kinetics and isotherm models of Cd (II), Zn(II) and Cr (VI) by Georgian natural and modi­fi­ed forms of mordenite” (Chemical Problems, Erevan, 2024) Heavy metals in railway station soils in western Georgia along the Zestaponi-Batumi line“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2025, No 179).