-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
გაფრინდაშვილი შოთა გერასიმეს ძე (27. I. 1916, ქ. საჩხერე — 27. III. 1968), ენათმეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1937). სხვადასხვა დროს სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ცხინვალისა და თბილ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტებში. იყო ქართ. ენის კათედრის გამგე, ექსპ. ფონეტ. ლაბორ. გამგე თსუ-სა და საქართვ. მეცნ. აკად. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინს-ტში. იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1957), შემდეგ — პროფესორი. გ. შ. საქართველოში ექსპ. ფონეტ. ერთ-ერთი დამამკვიდრებელია. მან სრულყო წარმოქმნის პროცესისა და სამეტყველო ბგერათა შესწავლის ტრად. მეთოდები. პირველმა დანერგა ფონეტ. კვლევის მრავალი თანამედროვე აპარატული მეთოდი (კინორენტგენოგრაფია, სპექტოგრაფია), წამოიწყო ექსპ-ები სამეტყველო ბგერათა ხელოვნური გამიზნული ცვლით. იგი იყო ზოგადი ფონეტ., ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. მისი შრომები ეძღვნება ქართველურ ენათა ფონეტ. საკითხებს: „საწარმოქმნო დაბრკოლებათა რაგვარობის საკითხი ქართულში“ (1960), „ხშულმსკდომ თანხმოვანთა კლასიფიკაციისათვის ქართველურ ენებში“ (1962) და სხვ. ლაკურ-დარგუულ ენათა ფონეტ. და მორფოლ. საკითხებს ეხება გ. შ.-ს 20-მდე ნაშრომი, ხოლო მისი „დარგუული ენის ფონეტიკა“ მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ პირველი მონოგრაფიაა (1967), რ-შიც ენის ბგერითი სისტემა ექსპ. ფონეტ. თანამედროვე მეთოდებითაა შესწავლილი. ასეთივე სახის გამოკვლევაა მისი „სპარსული ენის ფონეტიკა“ (1964, თანაავტორი ჯ. გიუნაშვილი).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გაფრინდაშვილი, შ. (1941). აულ ხოჟალ-მაქ'ის მეტყველების ფონეტიკური თავისებურებანი; გაფრინდაშვილი, შ. (1960). საწარმოქმნო დაბრკოლებათა რაგვარობის საკითხი ქართულში; გაფრინდაშვილი, შ. (1962). ხშულმსკდომ თანხმოვანთა კლასიფიკაციისათვის ქართველურ ენებში.