გაფრინდაშვილი ნანა ნოდარის ასული
გაფრინდაშვილი ნანა ნოდარის ასული

გაფრინდაშვილი ნანა ნოდარის ასული (26. V. 1958, ჭიათურა), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1980), სტუდენტთა გაცვლის წესით სწავლობდა მინსკში, ბელორუსიის სახელმწ. უნ-ტში (1977-79). იყო ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1985), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართულ–ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში“ (1985) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე „უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი (ისტორიულ-შედარებითი კვლევის ცდა)“ (1993) . გ. ნ. იყო თსუ-ის დოქტორანტი (1990-1993); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1991); საქართვ. მეცნ. აკად. ეროვნ. ურთიერთობათა კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1993-1996); თსუ-ის დოცენტი (1995-1997); თსუ-ის პროფესორი (1997-2006); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2008-2012); თსუ-ის  პროფესორი (2012-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვ. (2008-2015); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2015); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანი (2016-2024); თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი (2010-2015); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2009-დან); საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს  წევრი (2013-2014). გ. ნ.-ს მიენიჭა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელი (2023); პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (2000); იყო რუსთაველის სტიპენდიატი (ქართველოლოგიის, სოციალურ  და ჰუმანიტარულ  მეცნ.  ფონდი) (2009); პრეზიდენტის სტიპენდიატი (1997-1998); ლესია უკრაინკას სტიპენდიატი (1977-1980). იგი არის ავტორი და თანაავტორი მნიშვნელოვანი სამეცნ. ნაშრომებისა: „ნარკვევები ლიტერატურულ  ურთიერთობათა  და ურთიერთმიმართებათა  ისტორიისა და თეორიის საკითხებზე“ (1987); „ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები“ (2008, 2014); „ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები“ (2008). 

თხზ.: გაფრინდაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2010). სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია: ქართული ლიტერატურის მაგალითზე:  ორ წიგნად: წიგნ. 1: სოციალისტური რეალიზმის იდეურ-ესთეტიკური თავისებურებანი; წიგნ. 2: სოციალისტური რეალიზმის განვითარების ეტაპები საქართველოში. თბ., ნეკერი. ISBN: 9789941416477; გაფრინდაშვილი, ნ. (2010). ვეფხისტყაოსანიდა ბელორუსული სალიტერატურო სამყარო. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992877227; გაფრინდაშვილი, ნ. (2012). შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941105067; გაფრინდაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული ენა, ლიტერატურის თეორია, ქართული ლიტერატურის ისტორია: წიგნ. 1. თბ., საქართვ. მაცნე, ISBN: 9789941164439; გაფრინდაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2018). იმაგოლოგია: კულტურათა დიალოგის თავისებურებანი: (პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურის მაგალითზე). თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941254314.

ლიტ.:  ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ., ISBN: 9789992820414.