გაფრინდაშვილი გიორგი მერაბის ძე
გაფრინდაშვილი გიორგი მერაბის ძე

გაფრინდაშვილი გიორგი მერაბის ძე (16.IX.1986, თბილისი). გეომორფოლოგი, გეოლოგი, აკად. დოქტორი (2016), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მოწვეული ლექტორი (2011-2024), ასისტ. პროფ. (2024-დან დღემდე). გ. გ. სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით, მიენიჭა ჯერ ბაკალავრის ხარისხი (2007), ხოლო შემდეგ თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე მაგისტრის ხარისხი (2009). გაიარა მაგისტრატურის კურსი ტვენტეს უნ-ტში დედამიწის შემსწავლელი მეცნ. ფაკ-ტზე (ნიდერლანდების სამეფო, 2010-2011), დოქტორანტურის კურსი ჩენგდუს ტექნოლოგიურ უნ-ტში გეოსაფრთხეების პრევენციისა და გარემოს დაცვის ლაბ-ში (ჩინეთი, 2011), სტაჟირების კურსი დოქტორანტებისთვის სალერნოს უნ-ტში საინჟინრო-გეოლოგიურ (გეოტექნიკურ) ლაბ-ში (იტალია, 2015). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები“ და მიენიჭა დოქტორის აკად. ხარისხი (2016).  გ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი მათ შორის საერთაშ. რეიტინგულ (WoS, Scopus) იმპაქტ ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალებში. გავლილი აქვს 30-მდე სასერთიფიკატო სასწავლო კურსი, მათ შორის მეწყრების რისკის შეფასება (2024), საავტომობილო გზის დერეფანში გეოლოგიური შეფასება (2024), ფერდობების მდგრადობის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები (2023); საინჟინრო-გეოლოგია/გრუნტების მექანიკა (Complete Course on Geotechnical Engineering/Soil Mechanics) (2022); სტრუქტურული გეოლოგია (2022); საინჟინრო ჰიდროლოგია (Hec-RAS  and ArcGIS for Hydrologic Engineering) (2022); საინჟინრო-გეოლოგიის საფუძვლები (Fundamentals of Geotechnical Engineering – FE civil exam) (2022); მეწყრის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგია/ფერდობების მდგრადობა (2022); ბუნებრივი საფრთხეების მოდელირება (2014); რისკების ინტეგრირებული მართვა (2014), ინფორმაციის მართვა და სახელმძღვანელო პრინციპები მონაცემთა საკითხებთან დაკავშირებით კრიზისულ (საგანგებო) სიტუაციებში (2013), ეკოსისტემაზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირება მდგრადი განვითარებისათვის (2012), საფრთხეების და რისკის ზონირების რუკების შედგენა (2011); ფერდობების საინჟინრო-გეოლ. (გეოტექნიკური) შეფასება (2011); დისტანციური ზონდირება და GIS ბუნებრივი საფრთხეების შესაფასებლად (2011), მრავალმხრივი ბუნებრივი საფრთხეების და რისკების შეფასება (2009). გ. გ. ასევე საქმიანობს გარემოს ეროვნ. სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში (2009-დღემდე), სდაც ამჟამად არის სტიქიური პროცესების და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს უფრ. ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას (2009-დღემდე). არის სხვადასხვა უნ-ტის მოწვეული ლექტორი. არის 10-მდე ადგილ. და საერთაშ. უნ.-ების სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელ-ი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ადგილ. და საერთაშ. პროექტებში ბუნებრივი საფრთხეების, გეოდინამიკის, გეომორფოლოგიის, გეოეკოლოგიის, საინჟინრო-გეოლოგიის, გარემოს დაცვის, გეოლოგიის, კლიმატის ცვლილების მიმართულებით. არის 10-მდე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ორგანიზაციების წევრი, მათ შორის: მეწყრებისა და ღვარცოფების საერთ. კონსორციუმის (ICL), საინჟინრო-გეოლოგიის და გარემოს საერთ. ასოციაციის (IAEG), ევროპის გეომეცნიერებების კავშირის (EGU), საერთ. გეოგრ. ასოციაციის (GA), ბუნებრივი საფრთხეების რისკების მართვის საერთ. ასოციაციის (EcorisQ) და სხვა. მონაწილეობდა 50-მდე ადგილობრივ და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციასა და კონგრესში. მონაწილეობა აქვს მიღებული გეოგრ. და ბუნებრივი საფრთხეების ატლასების მომზადებაში და შექმნილი აქვს სხვადასხვა თემატური რუკა. 

თხზ.: გაფრინდაშვილი, გ. (2012). საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების ატლასი. თბ., ISBN 9789941043109; გაფრინდაშვილი, გ. (2016). მეწყრის საფრთხის და რისკის რუკები საქართველოსთვის:  ტომი 80:  გამოც. 1, თბ., სპრინგერი; გაფრინდაშვილი, გ. (2016). ევროპის კატასტროფული მეწყრები. თბ., სპრინგერი; გაფრინდაშვილი, გ. (2022). ბუნებრივი კატასტროფები. თბ.; გაფრინდაშვილი, გ. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბ., სპრინგერი, ISBN 9783030907525.