გაფრინდაშვილი გიორგი ჯუმბერის (ჯუდუ) ძე
გაფრინდაშვილი გიორგი ჯუმბერის (ჯუდუ) ძე

გაფრინდაშვილი გიორგი ჯუმბერის (ჯუდუ) ძე (15. VIII. 1987, ჭიათურა). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი, სტატისტიკის სპეციალობით (2008), შემდეგ თსუ-ის მაგისტრატურა სპეციალობით-ეკონ. სტატისტიკა (2012); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „შესყიდვების სახელმწიფო პოლიტიკა და მისი გავლენა მეწარმეობის განვითარებაზე”  და მიენიჭა ეკონ. დოქტორის აკად. ხარისხი (2016); იყო მიწვეული ლექტორი ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრაზე (2011-2012); იკავებდა ასისტენტ პროფესორის აკად. თანამდებობას ეკონ. პოლიტიკის კათედრაზე (2012-2021); არჩეულია ამავე კათედრის ასოცირებულ პროფესორად (2021-დან); იკავებდა თსუ-ის ადმ. ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციას (2010-2021); იყო PMCG-ის კონსულტანტი საგამოცდო/სასერტიფიკატო სისტემის განვითარების კუთხით, სახელმწ. შესყიდვების სააგენტოსთვის; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართვ. კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, აირჩიეს წევრად (აკად. წრეების წარმომადგენელი) (2018-2019); აირჩეულ იქნა ამავე საბჭოს თავ-რედ (2019-2020); იკავებს სახელმწ. შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის პოზიციას (2021-დან). გ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი. სხვადასხვა დროს ფლობდა DAAD-ისა Erasmus+-ის კვლევით სტიპენდიებს. ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „საერთაშორისო რეიტინგებში ასახული საქართველო და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ (ეკონომიკა, 2018, N 2-3); „სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის რეფორმა და მისი შედეგები საქართველოში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2012, ივლისი-აგვისტო, N4); „სახელმწიფო შესყიდვების ეკონომიკური პოლიტიკის ევოლუცია საქართველოში“ (ახალი ეკონომისტი, 2012, N2).

თხზ.: გაფრინდაშვილი, გ. (თანაავტორი). (2022).  ეკონომიკური პოლიტიკა: სახელმძღვანელო: . 1-2: მე-3 გადამუშავებული და შევსებული გამოცემა. თბ., უნ-ტის გამ-ბა.