-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ჟურნალისტი ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გაჩეჩილაძე ზაზა (04.IV.1947, თბილისი-18.X.2017). ჟურნალისტი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. უცხო ენათა ინ-ტის ინგლ. ენის ფაკ-ტი (1969). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ჯეფრი ჩოსერი და ინგლისური აღორძინების განვითარების გზები" (1992). გ. ზ. იყო თსუ-ის ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე, პროფესორი; ინგლისურ ენოვანი გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელი და მთ. რედ. (1994-დან). მისი ინტერესის სფეროებია ჯეფრი ჩოსერის შემოქმედება, ინგლ. რენესანსი, უილიამ შექსპირის შემოქმედება, იყო შავი, ეგეოსისა და ბალტიის ზღვების ქვეყნების მწერალთა და მთარგმნელთა კავშირის კულტ. კომიტეტის წევრი.
თხზ.: გაჩეჩილაძე, ზ. (1988). ჯეფრი ჩოსერი. თბ. უნ-ტის გამ-ბა; გაჩეჩილაძე, ზ (1991). ჩოსერიდან შექსპირამდე. თბ., მერანი; გაჩეჩილაძე, ზ. (1994). ჯეფრი ჩოსერი XV- XVI საუკუნეთა ინგლისურ მწერლობაში. თბ.