-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გაჩეჩილაძე ვაჟა მიტროფანეს ძე ( 20.VIII.1942, ქ. ზესტაფონი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). სტუდენტობის წლებშივე ჩაება სამეცნ. საქმიანობაში. იყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის ლაბორანტი (1963-დან). კვლევის საგანი - ბირთვული სპექტროსკოპია. პარალელურად მუშაობდა არქეოლოგიური ნიმუშების რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღებაზე. სამეცნ. კვლევების პერიოდში არაერთხელ იყო მივლინებული ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინ-ტში დუბნაში (მოსკოვი), ლენინგრადის ფიზიკა ტექნიკის ინ-ტში, ტარტუს უნ-ტის რადიო ნახშირბადის განყ-ბაში და ა.შ. მონაწილეობა მიღებული აქვს რ-ც ადგილობრივ ასევე საერთაშ. კონფერენციებში. მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე ასისტენტ პროფესორის პოზიციაზე (2000-2007). მიყავდა ბირთვული ფიზიკის სპეციალობის სტუდეტებისათვის სალექციო კურსი: ბირთვული ელექტრონიკა, შრომის დაცვა. არის 18 სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი რ-ც გამოქვეყებულია როგორც ადგილობრივ ისე საერთაშ. ჟურნალებში.