გაჩეჩილაძე როლანდ
გაჩეჩილაძე როლანდ

გაჩეჩილაძე როლანდ (30.VIII.1946, ზესტაფონის რ-ის სოფ. შროშაში), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ზესტაფონის რ-ის № 2 ზოგად საგანმან. საშ. სკოლა (1963), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1968) და ასპირანტურა (1969-1972). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1980). მუშაობდა  თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის  უწყვეტ ტანთა მექან. გან-ბაში უმცროს მეცნ. თანამშომლის თანამდებობაზე (1968-1969, 1972-1981). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ფიზ. გან-ბაში უფრ. მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე (1981-დან). ამავე დროს, არის ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2006-დან). გ. რ.-ის სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენს მათ. ფიზიკის კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემებისათვის დასმული სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების გამოკვლევა, ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის საკითხების შესწავლა სხვადასხვა ფუნქციონალურ სივრცეებში.  ბოლო პერიოდის შრომები ეხება დრეკადობის მომენტური თეორიის და ბლანტი მომენტური თეორიის როგორც დინამიკის, ასევე სტატიკის და კვაზი სტატიკის ამოცანების გამოკვლევას ხახუნის ეფექტის გათვალისწინებით. ვარიაციულ უტოლობათა ზოგადი თეორიის გამოყენებით შესწავლილია სუსტი ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის საკითხი არაერთგვაროვანი ანიზოტროპული სხეულებისათვის ხახუნის გათვალისწინებით. გ. რ. პარალელურად სამეცნ. მოღვაწეობისა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტზე კითხულობს ლექციების კურსს ჩვეულებრივ დიფ. განტ. თეორიაში (2014). ამავე დროს, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კითხულობს ორ კურსს: 1) კოშის ტიპის ინტეგრალი და  მისი გამოყენება;  2) ფრედჰოლმ-რისის განტ. და მისი გამოყენება.