-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი კურსდამთავრებული პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
გაჩეჩილაძე ლევან ჯონდოს ძე (20.VII.1964, თბილისი —20.VIII.2025, თბილისი), ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის მათ. ფაკ-ტი კიბერნეტიკის სპეციალობით. იყო თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. კათედრის ლაბორანტი (1986-1987); სამრეწვ. სავაჭრო ფირმა „ლილოს" კომერციული აგენტი (1988-1991); სპორტის დეპარტ. კომერციული განყ-ბის უფრ. მოადგილე (1991-1992); საქართვ. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია CV/5-ის გენ. დირექტორი (1993-1997); პრეზიდენტი (1997-1999); დააფუძნა კომპანია „Georgian Wines and Spirits“ (GWS) (1994), რ-იც საქართვ. „წლის კომპანიად“ დასახელდა (1999). აღიარეს საუკეთესო ბიზნესმენად (1999) და საუკეთესო მეცენატად (2000). იყო საქართვ. V მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (1999-2002). მალევე გამოეყო უმრავლესობას და დ. გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია „ახალი მემარჯვენეები“. იყო თბილ. საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით (2002); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი (თბილ. ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“ (2004-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნ. საბჭო, „მემარჯვენეები“, 7.VI.2008-20.VI.2008) და საქართვ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი (2008); საზ-ებრივი ორგანიზაციის – „დაიცავი საქართველო“ თანადამფუძნებელი და წევრი (2009-დან); გადამხდელთა კავშირის საბჭოსა და ფეხბურთის ფედერ. აღმასკომის წევრი (2001-დან).