-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი კურსდამთავრებული პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
გაჩეჩილაძე ლევან გივის ძე (20.VII.1964, თბილისი– 20.VIII.2025, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის საინჟ. ეკონ. ფაკ-ტი (1986). ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას: ფირმა "ლილოს" კომერციული აგენტი (1988-1990); სპორტის დეპარტ. კომერციული განყ-ბის უფრ. მოადგილე (1991-1992); დააფუძნა კომპანია "Georgian Wines and Spirits"(GWS, 1994). საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართვ. მოქალაქეთა კავშირის პარტ. სიით, აგრარულ საკითხთთა, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი (1999-2002); თბილ. საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები" (ახლები, 2002-2003); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან, პოლიტ. გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" (ახლები), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2004-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო-მემარჯვენეები)" (2008); საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართვ. პრეზიდენტის პოსტზე (მიიღო ხმათა 25.7%, 2008). მიღებული აქვს "წლის ბიზნესმენის წოდება" (1999).