გაჩეჩილაძე ივანე ერასტის ძე
გაჩეჩილაძე ივანე ერასტის ძე

გაჩეჩილაძე ივანე ერასტის ძე (25.X.1884, ს. წევა, ზესტაფონის რაიონი-13.VII.1938, თბილ.), დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი მათემატიკის სპეციალობით(1909). დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორად (1917); იყო საქართვ. გეოფიზიკური ობსერვატორიის ამინდის მეთვალყურე განყ-ბის ფიზიკოსი (1924-დან) და განყ-ბის გამგე (1925-დან); სამეცნ. საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნა კლიმატოლოგიური განყ-ბა, რომლის დირექტორის მოადგილედაც დაინიშნა (1929); ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიურ სექციას (1932-დან). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს თსუ-ის აგრონომიულ ფაკ-ტზე აგრომეტეოროლოგიაში, ფიზიკას, მეტეროლოგიას, კლიმატოლოგიას სასოფლო-სამეურნეო, სუბტროპიკულ კულტურათა, სატყეო, ზოოვეტერინალურ და სხვა ინ-ებში (1924-დან). თბილ. სას.-სამ. ინ-ტში დააარსა ფიზიკისა და მეტეოროლოგიის ფაკ-ტები, იყო მათი პირველი გამგე. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.

თხზ.: გაჩეჩილაძე, ი. (1930). სეტყვა და მასთან ბრძოლა. ტფ, 1-ლი სტ.; გაჩეჩილაძე, ი.(1933). Тифлис : Климатический очерк. - Тифлис, 3-я тип. п/тр.; გაჩეჩილაძე, ი.(1936). Ветер над Баку. Тифлис, Тип. Заря Востока.