გაჩეჩილაძე გიორგი (გოგი) სიმონის ძე
გაჩეჩილაძე გიორგი (გოგი) სიმონის ძე

გაჩეჩილაძე გიორგი (გოგი) სიმონის ძე (23.IX.1935 - 9.I.2021, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პოლიტოლოგი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1963), fiფილოლოგიის დოქტორი (2007), ინდიანის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1993). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1958). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის ძირითადი ტენდენციები“ (1963). იყო თსუ შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1963-2021), სრულიად საქართვ. რუსთაველის საზ-ბის ერთაშორის ურთიერთობის კომისიის თავ-რე (1989-1991), საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი (1991-1992). კითხულობდა ლექციების ციკლს აშშ-ში საქართველოს შესახებ (1990). მან პირველმა მოაქცია კვლევის არეში მანიერისტულ-ბაროკოული სტილის გენეზისი, რაობა, სურათი და დინამიკა XVII-XVIII სს. ქართ. მწერლობაში, რაც აისახა მის ნაშრომში „ბაროკოს პრობლემა და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის ამოცანები“ (1971). მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „დუმილის ცნება და ლიტერატურა“ (1971), „მამისმკვლელის მეტაფორა“ (1981), „მუშნი ზარანდია: რეალობა და მეტაფორა“ (1985), „სულიერი გამოცდილების სამყაროში“ (1986). არის სახელმძღვანელოს „კულტუროლოგია“ (2010) თანაავტორი. ქართველ საზოგადოებას გ.გ.-მ გააცნო ამერიკის ქართ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ლიტ. მემკვიდრეობა, აგრეთვე ა. წერეთლისა და გრ. რობაქიძის გამოუქვეყნებელი წერილები. გამომც. „არტანუჯმა“ გამოსცა მისი ნაშრომების სამტომეული, სახელწოდებით „სულიერი გამოცდილების სამყაროში“ (2025).