- კატეგორიები: მათემატიკოსი
გაჩეჩილაძე ავთანდილ (23.I.1976, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ი. ვეკუას სახ. თბილ. 42-ე ფიზ.-მათ. სკოლა (1993), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1997), მაგისტრატურა (1999), ასპირანტურა (1999-2002). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (2002). 2002 წ. მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ფიზ. გან-ბაში: უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (2002-2006), მეცნიერ-თანამშრომლად (2006-2021), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2022). სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის ასისტენტ პროფესორი (2009-2013), ასოცირებული პროფესორი (2013), თსუ-ის სოხუმის ფილიალში მოწვეული პროფესორი (2006-2007), საქართვ. საავიაციო უნ-ტის მოწვეული მასწავლებელი (2017), საერთაშ. შავი ზღვის უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2022-2024). გ. ა. სამეცნ. ინტერესები მოიცავს ვარიაციული და კვაზივარიაციული უტოლობების სახით ფორმულირებული სხვადასხვა ტიპის ამოცანების შესწავლას. მიღებული აქვს შედეგები არაცხადწინაღობიან კვაზივარიაციულ უტოლობებში მონოტონურობის მეთოდის განვი-თარების მიმართულებით; კერძოდ, დადებითად აქვს გადაჭრილი სინიორინის არაცხადი ამოცანის ამონახსნის ერთადერთობის ღიად მიჩნეული საკითხი. ასევე, სხვა ავტორებთან ერთად იკვლევს დრეკადობის თეორიის სხვადასხვა მოდელებს. მაგ., დრეკადობის ბლანტი მომენტური თეორიის დინამიკის და კვაზი-სტატიკური სასაზღვრო საკონტაქტო ამოცანებისთვის შესწავლილი აქვს ამონახსნის არსებობის და ერთადერთობის საკითხი ხახუნის ეფექტის გათვალისწინებით. მიღებული აქვს სამი საერთაშ. გრანტი.