-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გაჩეჩილაძე ალექსანდრე ივანეს ძე (10.V.1910, ქუთაისი - 29.I.1961,თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1931). შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის სამმართველოს აეროლოგიური განყ-ბის გამგედ (1934-1937); იყო აეროლოგიური ცენტრის უფრ., ხელმძღვანელობდა სხვადასხვა აეროლოგიურ კვლევებს (1935-დან); მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში ფიზიკის კათედრის გამგედ (1931-1951). გარდაცვალებამდე იყო ფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე, ნახევარგამტართა ფიზიკის განყ-ბის გამგე, იზოტოპების და გამოსხივების კომისიას (1951-დან). იყო მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ, დოცენტი.
თხზ.: გაჩეჩილაძე, ალ. (1933). ფიზიკა. განაკვეთი I. თემა 3 და 4. სითხეები და მყარი სხეულები. პ/ტრ. მე-3 სტ.; გაჩეჩილაძე, ა. (1933). ფიზიკა განაკვეთი II: თემა 5 და 6 მექანიკა და სითბო. პ/ტრ. მე-3 სტ.; გაჩეჩილაძე, ალ. (1934). ფიზიკა . განაკვ. III და IV: სინათლე და ელექტრობა.; გაჩეჩილაძე, ალ. (1961). ნახევრადგამტარები და მათი გამოყენება. თბ., პოლიგრაფკომბინატი კომუნისტი.