გაბუნია ვახტანგ მიხეილის ძე
გაბუნია ვახტანგ მიხეილის ძე

გაბუნია ვახტანგ მიხეილის ძე (06.II.1963, სოფ. ბანძა, გეგეჭკორის რ-ნი), ფიზიკოსი, დაამთავრა სპი-ის საინჟინრო–ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით ნახევარგამტარები და დიელექტრიკები (1984). გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები „თერმულ ანალიზი“ (კუიბიშევში, 1987), DAAD-ის ერთწლიანი სტიპენდიით სტაჟირებით იმყოფებოდა ბირთვული კვლევის ცენტრში იულიხში (გერმანია, 1994–1995). სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის მეტალურგიის ინ-ტის ფხვნილთა მეტალურგიის ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1984–2003), გერმანიის ქ. აახენის ტექ. უნ-ტის დამხმარე მეცნიერ- თანამშრომელი (1995–1996), გერმანიის ქ. იულიხის ბირთვული კვლევის ცენტრის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი (2004), ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2003–2010), სოხუმის ი. ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინ-ტის ინჟ. (2011–დან). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2011–დან). ჰორიზონტ 2020-ის პროექტის  „3D გრაფენი“ ფარგლებში იმყოფებოდა ჩინეთში სიჩუანის უნ-ტში (2021) და ბრაზილიაში მაკენზის პრესბიტერიანული უნ-ტში (2022). თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის:„Influence of Dysprosium Addition on the Phase Formation and Transport Properties of Hg-1223 Superconductor“, (Journal of Superconductivity and Novel Magnetism, 2020, 33(11), 3401–3405); „Comparative study of Tl-1223 superconductors prepared by the sol-gel route and solid-state reaction“, (Low Temperature Physics, 2022, 48(1), 3–6); „Effect of Dy2O3 on the phase formation and electrical properties of Tl-1223 HTS“, (Low Temperature Physics, 2025, 51(1), 55–59). მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. გ.ვ. საერთაშ. და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონაწილეა: H2020-MSCA-RISE-2016 „Multifunctional Graphene-based Nanocomposites with Robust Electromagnetic and Thermal Properties for 3D-printing Application“; G-296 „ნანოკრისტალური ლითონ-კერამიკის შემუშავება მაღალი ადჰეზიისა და მხურვალმტკიცე თვისებების მქონე თბოიზოლაციური, ცვეთამედეგი, ანტიფრიქციული დანაფარებისათვის“; G-3575 „ახალი ამორფული, ნანო- და პოლიკრისტალური ტიტანის შენადნობები სამედიცინო ხელსაწყოებისა და მათი დაფარვისათვის“; G-4600 „ნანოკრისტალური სალი შენადნობები ვოლფრამის, ტიტანისა და ბორის კარბიდების ფუძეზე“; G-5251 „სტაბილური მაღალტემპერატურული ზეგამტარული მახასიათებლების მქონე Y 1-2-3 ტიპის კერამიკული კომპოზიციების მიღება და კვლევა“; G-4744 „ექსტრემოფილების გამოყენებით ნანონაწილაკების წარმოების მეთოდი“ და STCU/34/6-480/15 „გრაფენის სტრუქტურის შემცველი ჰიბრიდული კერამიკული კომპოზიტები ალუმინის ოქსიდის ფუძეზე“. 

თხზ.: Gabunia, V. (თანაავტორი). (2026). Tungsten Scraps and Graphite Foil Waste as Precursors for Manufacturing W–C–Co Materials: Carbidization of Tungsten Compounds in Presence of Graphene Oxides. Book Chapter, Materials Science Forum.