გაბუნია უჩა ამბერკის ძე
გაბუნია უჩა ამბერკის ძე

გაბუნია უჩა ამბერკის ძე (30.V.1927, თბილისი - 2011), ექიმი, იყო ქართ. პათომორფოლოგიის სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი და საქართვ. პათოლოგანატომიის სამედ.-სამეცნ. საზ-ების თავ-რე (1994-2011). დაამთავრა თსსი-ს სამკურნ. ფაკ-ტი (1948), ალ. ნათიშვილის სახ. ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია თემაზე:,,პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების სტრუქტურულ და ფუნქციურ თავისებურებათა კავშირი ორგანიზმის შიდა გარემოსთან” (1952), მედ. მენც. კანდიდატი (1952), მედ. მეცნ. დოქტორი(1963), პროფესორი (1966). საქართვ. მეცნიერების დამსახ. მოღვაწე (1979), ივ. თარხნიშვილის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986), ღირსების ორდენის კავალერი (1998). თსუ-ის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინ-ტის პათომორფოლოგიის განყ-ბის გამგე (1960 –2006), კლინ. პათოლოგიის დეპარტ. და პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევ. ცენტრის ხელმძღვ. (2006-2011), თსსი -ს  პათანატომიის კათედრის პროფესორი (1977-2011). ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართულ პათომორფოლოგიაში იმუნოჰისტოქიმიური, ბიოფსიური და რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდების დანერგვა. მისი კვლევები მოიცავდა ნეოპლასტური პროცესების უჯრედულ და ქსოვილურ დიფერენცირებას, სასიგნალო ბიოლოგიის მექანიზმებს, ონკოპროტეინებისა და ჰორმონული რეცეპტორების როლს სიმსივნურ ქსოვილებში. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. ცხოვრებაში. იყო პათოლოგთა საერთაშ. ასოციაციის, მორფოლოგთა და ჰისტოქიმიკოსთა მსოფლიო კონგრესების დელეგატი-მოასპარეზე ქალაქებში: ხარკოვი (1959), ლენინგრადი (1962), კუიბიშევი (1965), ნიუ-იორკი (1968), ჰიუსტონი (1970), ბუქარესტი (1976). მისი ხელმძღვანელობით თბილისში ჩატარდა ოთხი საერთაშ. ფორუმი (1974, 1978, 1983, 1988) თემაზე „მორფოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდები თეორიულ და პრაქტიკულ ონკოლოგიაში“, რომელთა მასალებიც ხუთ ტომად გამოიცა. გ. უ. იყო 43 დისერტაციის სამეცნ. ხელმძღვ.,  მათ შორის - 11 სადოქტოროსი; არის  268 სამეცნ.  ნაშრომის ავტორი, მათ შორის 12 მონოგრაფიისა. 

თხზ.: Габуния, У. (1963). Материалы по морфологии и гистохимии предраковых разрастаний и рака молочной железы человека:Автореферат. Тб., Тбилисский государственный медицинский институт; გაბუნია, უ. (1977). რა უნდა ვიცოდეთ კიბოს შესახებ. თბ., საბჭ. საქართველო; გაბუნია, უ. (რედ.) (1996). შრომები, ტ. 1. თბ., ლეგია; გაბუნია, უ. (რედ.). (1998). შრომები, ტ. 2. თბ., ლეგია.