-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
გაბუნია თინათინ ივანეს ასული (11.XII.1955, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ანალიზური ქიმიის სპეციალობით (1977). გაიარა ასპირანტურის კურსი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მიკროელემენტების შეწავლა საქართველოს ნავთობებში და ბითუმებში“ (2013) და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2005). ხსვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორ. უფრ. ლაბორანტი (1978-1990), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1994) და მეცნიერ-თანამშრომელი (1994-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). გ. თ.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილ. მრეწველობაში გამოყენების მიზნით. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით. მონაწილეა შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების „ჰიდროსაიზოლაციო მასალების, მაღალეფექტური პენეტრანტის და სხვა პროდუქტების მიღება ზოგიერთი სამრეწველო და ნავთობური ნარჩენის უნაშთო გადამუშავებით“, რომლის ფარგლებშიც სამშ. კომპანიებისთვის შეთავაზებულია გადამუშავებული ნავთობპროდუქტებით და ადგილ. (საქართველოს) ბუნებრივ ნედლეულზე დაყრდნობით დაბალი ღირებულებისა და მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო მასალისთვის ახ. კომპოზიციები და „ნავთობის ნარჩენის რაციონალური გადამუშავების მეთოდები“, რომლის ფარგლებშიც მოძიებულია საქართველოში არსებული ნახშირბადშემცველი ნარჩენების და შემკვრელი მასალების მარაგები წვადი კომპოზიტების დასამზადებლად.