-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
გაბოძე ჯულიეტა ლევანის ასული (11.II.1959, ქ. კასპი), ფილოლოგი, აკად. დოქტორი, ლიტერათურათმცოდნე, ტექსტოლოგი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტი (1986). ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (2001), აკად. დოქტორი (2006). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ტექსტოლოგიის განყ-ებისა და საქართვ. მეცნ. აკად. “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის ლაბორანტი (1985-1993), ტექსტოლოგიის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი (1994-2001), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2002-2006), ქართ. ლიტერატურის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი (2006-2009); ტექსტოლოგიის კვლევითი ცენტრის უფრ. მეცნიერ თანაშრომელი (2009); ამერიკის ბიზნესის აკად. ასოცირებული პროფესორი (2013); მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების აკრედიტირებული პროგრამების ავტორი, ლექტორი შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტში (2009-2012). გ.ჯ.–ს მინიჭებული აქვს სიგელი ი. ჭავჭავაძის თხზ. აკად. კრებულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის (2007). გ.ჯ. არის ა. წერეთლის შემოქმედების მკვლევარი, გამოცემული აქვს რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფია „აკაკის თხზულებათა გამოცემები“ (2009); დოკუმენტური გამოცემა ,,სალამური“ (ტექსტი და გამოკვლევა, 2010) და ,,გამზრდელი“ (შემდგენელი, ავტორი 2000). გ.ჯ. არის ა. წერეთლის თხზ. აკად. ოცტომეულის გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი და პასუხისმგებელი მდივანი; ა. წერეთლის საიუბილეო კრებულის სარედაქციო საბჭოს წევრი. რამდენიმე ათეული სამეცნ. კვლევის ავტორი. მისი კვლევით („როდის დაიწერა და ვის მიეძღვნა აკაკის „განთიადი“, 2003) დადგინდა საბოლოოდ აკაკის „განთიადის“ შექმნის თარიღი და ადრესატის ვინაობა. გ.ჯ.–ს მიერ გამოვლინდა და დათარიღდა აკაკის არაერთი უცნობი თხზ. და პუბლიც. წერილი. გ.ჯ. არის თსუ–ის მიერ მოწყობილი რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი. არის რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ნ. ბარათაშვილის თხზ. აკად. ორტომეულის გამოცემის და მისიცხოვრებისა და შემოქმედების ორენოვანი ციფრული მატიანეს სამეცნ. ხელმძღვ. (2024-2026); ა. ორბელიანის თხზ. აკად. ხუთტომეულის გამოც. მკვლევარი (2020-2023); ა. წერეთლის თხზ. სრ. კრებ. 20 ტომეულის I-X ტ. (2009-2010) და XI-XX ტ. კოორდინატორი, მკვლევარი (2013-2016). გ.ჯ. არის ქართ. ტექსტოლოგიის სახელმძღვანელოს თანაავტორი (2006). ასევე არის სხვიტორში ა. წერეთლის საგამოფენო დარბაზში აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების მუდმივმოქმედი გამოფენის ერთ-ერთი მომმზადებელი და ტექსტების რედაქტორი. მისი თაოსნობით გამოიცა ქართვ. ემიგრანტის ცნობილი ექიმისა და საზ. მოღვაწის ვ. ღამბაშიძის ალბომის ფოტოტიპური გამოც. (2020). ხელნაწერ ალბომში დაცულია ცნობილი ქართვ. და უცხოელი ექიმების, პოლიტ. მოღვაწეების მწერლების, პოეტების, ქართვ. ემიგრანტების ხელნაწერები და სხვადასხვა ავტოგრაფული ჩანაწერები. ხელნაწერის ორიგინალს მინიჭებული აქვს კულტ. მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.
თხზ.: გაბოძე, ჯ. (შემდგენელი, თანაავტორი). (2010). XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. გრიგოლ ორბელიანი. აკაკი წერეთელი. უცნობი პუბლიცისტიკა. თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN978-9941-0-2952-3; გაბოძე, ჯ. (შემდგენელი, თანაავტორი). (2011). XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. გრიგოლ ორბელიანი. აკაკი წერეთელი –170 (საიუბ. კრებ.). თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN 978-9941-0-3935-5; გაბოძე, ჯ. (თანაავტორი). (2013). XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. გრიგოლ ორბელიანი. ტ. IV (ნაწ. III). თბ., ISBN978-9941-22-1866; გაბოძე, ჯ. (თანაავტორი). (2014). XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. გრიგოლ ორბელიანი. ტ. V (ნაწ. IV). თბ., .გამომც. უნივერსალი, ISBN 978-9941-22-372-3; გაბოძე, ჯ. (შემდგენელი, თანაავტორი). (2015). აკაკი წერეთელი. რჩეული თხზ. ერთ ტომად. თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც.“, ISBN 978-9941-16-437-8; გაბოძე, ჯ. (შემდგენელი, თანაავტორი). (2019). ვახტანგ ღამბაშიძის ალბომი/Vakhtang Gambashidze’s Album (ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე). თბ., ბაკურ სულაკაურის გამომც., ISBN 978-9941-30-510-8; გაბოძე, ჯ. (თანაავტორი). (2021). ტექსტოლოგიური ეტიუდები. თბ., გამომც. მერიდიანი, ISBN 978-9941-34-125-0.