გაბიძაშვილი ოთარ
გაბიძაშვილი ოთარ

გაბიძაშვილი ოთარ (04. X. 1929, სოფ. დერჩი, წყალტუბოს რ-ნი-07. 2003). მეცნიერი, პედაგოგი, ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1956), პროფესორი (1986). გ. ო. დაამთავრა თსუ-ის  ფილოს. ფაკ-ტი (1952). იგი სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკად. უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1956–1960);  თსუ-ის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე (1969–1979 და 1994); ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ.-ტის დეკანი (1979–1994). გ. ო. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში: გერმანია, ქ. გისენი (1990) და სლოვაკია, ქ. ბრნო (1998). იგი ავტორია მონოგრაფიებისა- ,,რელიგიათმცოდნეობის“ (2004) და ,,რელიგიის სოციოლოგიის საკითხები“ (1984). გ. ო.-ს გადაეცა ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნ, და პედ. მოღვაწეობისათვის (1999).

ლიტ.: გაბიძაშვილი ოთარ. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. (1997). თბ., გვ. 521; გაბიძაშვილი ოთარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: საიუბილეო კრებული: 1918-1998. თბ.; ყიფიანი თამაზ. (თანაავტორი). (2002). წიგნი ღირსებისა: ტ. 4. თბ., გვ. 345.