გაბიძაშვილი ბიკენტი სპირიდონის ძე
გაბიძაშვილი ბიკენტი სპირიდონის ძე

გაბიძაშვილი ბიკენტი სპირიდონის ძე (10.III.1935, სოფ. ორხვი ცაგერის რაიონი-2013), ეკონომისტი, პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, მრეწველობის ეკონომიკის სპეციალობით (1954-1959); მუშაობდა ქუთაისის საავტ. ქარხანაში. დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა (1961-1963); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საწარმოო სიმძლავრეები და მათი გამოყენება (საქართველოს სსრ მანქანათმშენებელი ქარხნების მაგალითზე)“ და  მიენიჭა კანდ. სამეცნ. ხარისხი (1966); შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჩაის წარმოებისა და მოხმარების ეკონომიურ-სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზირება“ (1985); იყო ეკონ. მეცნ. დოქტორი და პროფესორი (1986-დან). 1964 წლიდან სოც. მრეწველობისა და სოფ. მეურნეობის ეკონომიკის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1964). მუშაობდა საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნეობის ეკონ. მართვისა და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სექტორის გამგედ (1968-1970); იყო თბილ. ეკონ. და სტატისტიკის ინ-ტის რექტორი (1992); საინჟ. ეკონ. ფაკ-ტის დეკანი (1970-1974); სტატისტიკის კათედრის გამგე (1974-2006).  გ. ბ. იყო ძალზე აქტიური და საერთო საქმისადმი თავდადებული პიროვნება; მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებში; თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნ. ცენტრებთან; გამოსცა მრავალი სამეცნ. ნაშრომები, სახელმძღვანელოები, სალექციო და მეთოდური მასალები. გ. ბ. დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის მედლითა და ღირსების ორდენით.

თხზ.: გაბიძაშვილი, ბ. (1994). სტატისტიკის ზოგადი თეორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გაბიძაშვილი, ბ. (1998). სტატისტიკის მოკლე კურსი : დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გაბიძაშვილი, ბ. (2002). საბაჟო სტატისტიკის აქტუალური საკითხები საქართველოში. ქუთაისი, ქუთაისის უნ-ის სტამბა; გაბიძაშვილი, ბ. (2004). მათემატიკური სტატისტიკა ეკონომიკაში: სახელმძღვძვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. თბ., უნივერსალი;  გაბიძაშვილი, ბ. (2004). სტატისტიკა ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში. თბ., გრიფონი; გაბიძაშვილი, ბ. (2010). ბიზმენსმენთა ქცევის ტაქტიკა და სტრატეგია ეკონომიკურად განუსაზღვრელობის პირობებში“ : (მონოგრაფია). თბ.

 ლიტ.:  გაბიძაშვილი ბიკენტი სპირიდონის ძე . საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. თბ., 1997, გვ. 521; გელაშვილი, ს. (2013). ბიკენტი გაბიძაშვილი: ხსოვნა ნათელი. ეკონომიკა და ბიზნესი, სექტემბერი-ოქტომბერი, N5.გვ. 203-205.