გაბესკირია შალვა ვიქტორის ძე
გაბესკირია შალვა ვიქტორის ძე

გაბესკირია შალვა ვიქტორის ძე (26.V.1943-08.XI.2023), თურქოლოგი, დიპლომატი.  დაამთავრა  თსუ-ის  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1965). იყო ფილოლ. მეცნ. კანდ. (1984); სადისერტაციო თემაა: „იუნუს ემრეს ნაწარმოებების ლექსიკა“. გ. შ. მუშაობდა: საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის თურქოლოგიის განყ-ება (1966-2006); საქართვ. მეცნ. აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ება (1990-1993); იყო მიწვეული პროფესორი: თსუ; ა. წერეთლის სახ. უნ-ტი, საქართვ. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. უნ-ტი, თავისუფალი უნ-ტის აზია-აფრიკის ინ-ტი; თურქეთის რესპ. საქართვ. საელჩოს პირველი მდივანი (1994-1998), საელჩოს მრჩეველი (1999-2002). გ. შ.-ს კვლევის სფეროებია: ქართულ-თურქ. ენობრივი კონტაქტები, რუსთველოლოგია, ენათა ტიპოლოგია, ხეთურ-ქართველური ენობრივი მიმართებები. მისი ნაშრომებია: „ბაღანას წარმომავლობისათვის“ (1973); „მონადირე ძაღლის აღმნიშვნელი ერთი ტერმინის წარმომავლობისათვის“ (2004); „რამდენიმე ქართველური ლექსიკური  ნასესხობის შესახებ თურქულ ენებში“ (2012); „ფიქრები რუსთველოლოგიის რამ დენიმე პრობლემურ საკითხზე“ (2014). გ. შ. დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: Габескирия, Ш. (1983). Лексика произведений Юнуса Эмре. Тб., Мецниереба.