გაბესკირია მიხეილ ამირანის ძე
გაბესკირია მიხეილ ამირანის ძე

გაბესკირია მიხეილ ამირანის ძე (14.V.1958, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით თეორ. ფიზიკა (1981).  თსუ-დან მივლინებული იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (სერპუხოვი, რუსეთი (1981-1990). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე: „ლაქსის ტიპის წარმოდგენა და არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემების ზოგადი ამონახსნები“ (1990). მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად თსუ-ის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კათედრაზე, კითხულობდა ლექციებს თეორ. ფიზიკის მათ. მეთოდებში (1990-1993). ამჟამად ასწავლის ფიზიკას კომაროვის ფიზიკა-მათ. სკოლაში.