-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
გაბელია ციალა სევერიანეს ასული (18.VI.1944, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1968). გაიარა ასპირანტურის კურსი. დაიცვა დისერტაცია თემაზე:,,ასკანგელის Na-, Mg- და Fe- ფორმების სტრუქტურის წარმოქმნა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1971). გ. ც. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის კოლოიდური ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1969-1992), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. სახ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2015), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015-დან). გ. ც.-ს შრომები ეხება ლითონკომპლექსების მიღებას და კვლევას. მის მიერ შესწავლილია ვულკანური წარმოშობის (საქართველო, ქუთაისის რეგიონი) ბოჭკოვანი ცეოლითის სკოლეციტის როგორც ბუნებრივი ასევე მარილმჟავას და NaCl-ის ხსნარებით მოდიფიცირებული ფორმების კრისტალური კარკასის აღნაგობა, შემუშავებულია ცხოველთა ანტიანემიური პროფილაქტიკურ-სამკურნ. პრეპარატის მომზადების მეთოდი. ის თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების მათ შორის: „Receipt of Medical and Preventive Preparations against Animal Anemia and their Use in Pig Farm“, (International Journal of Veterinary Science 9(1), 2020) და „Results of the Study of Arginine-Containing Molybdenum and Boron Chelates“, (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 17(2), 2023). მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „დაბინძურებული წყლების გამწმენდი კომბინირებლი ფილტრი“; „ცხოველთა ლითონდეფიციტური ანემიის კომპოზიციური პროფილაქტიკურ - სამკურნალო საშუალება“ და „ასკან - თიხის საფუძველზე სამკურნალო საშუალების მიღების ხერხი“. მონაწილეა ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ლითონკომპლექსების სინთეზი, კვლევა და გამოყენება“.