-
ავტორი
- კატეგორიები: შემომწირველი სამხედრო პირი
გაბაშვილი ვასილ დავითის ძე (30.III. 1853-17.III. 1933. ). რუს. იმპერიის მაღალ ჩინოსანი ქართვ. სამხ. პირი. დაჯილდოებულია: წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენითა და წმინდა გიორგისი IV ხარისხის ორდენით. საქ. დემოკრ. რესპ. არმიაში მას უმაღლ. სამხ. პოსტი ეკავა. გ. ვ. თბილ. კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილ . სამხ. სასწავლებელში (1870 ); აქედან იწყება მისი სამხედრო კარიერა. იგი რუსეთ–თურქეთის ომის დროს მეთაურობდა სამხ. შენაერთებს (1877–1878), ასევე მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–1918). გ. ვ. -ს მიენიჭა: გენ.-მ (1908), გენ.-ლ. (1913) წოდება. იგი სხვადასხვა წლებში იყო კავკ. მოტომსროლელი მესამე ბრიგადისა (1914-1915) და კავკ. გრენადერთა დივიზიის მეთაური (1015-1916); თბილ. სამხ. კომენდანტი (1916-1917), რის შემდეგაც დაინიშნა ახლად შექმნილი ქართ. სამხ. კორპუსის მეთაურად. მან შეინარჩუნა უმაღლ. სამხ. პოსტი საქართვ. დემოკრ. რესპ. არსებობის პერიოდში და საფუძველი ჩაუყარა მომავალ საქართვ. ეროვნ. არმიას. გ. ვ რუს. მიერ საქართვ. ძალადობრივი გზით დამხობის შემდეგ ტოვებს თავის სამხ. კარიერას და იწყებს პედაგოდად მუშაობას საქართვ. სამხ. სასწავლებლების დაწესებულებათა სამმართველოში (1921). ამ პერიოდში იგი მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე და ღარიბ ქართვ. მოსწ. მნიშვნელოვანი ფულადი სახსრებით ხელს უწყობდა ჟურნ. გაზ. და წიგნების გამოცემას. მან ახლად დაარსებულ ქართ. უნ-ტს შემოწირა მდიდარი მინერალოგიური კოლექცია, რ-იც დაცულია მინერალოგიის კათედრაზე (1921 წელს).
თხზ.: გაბაშვილი ვასილი დავითის ძე. საქართველო: ენციკლოპედია. (1997). ტ. I. თბ., გვ. 517; გაბაშვილი ვასილი დავითის ძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. (2018). თბ., გვ. 80.