-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი აღმოსავლეთმცოდნე საქართველოს პარლამენტის წევრი მინისტრი ელჩი
გაბაშვილი კონსტანტინე ვლადიმერის ძე (26.IX.1948, თბილისი), დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სემიტოლოგიის განყ-ება (1971). დასიცვა დისერტაცია თემაზე: "სემანტიკური კვლევის საკითხები" (1975). იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ზოგადი ენათმეცნ. კათედრის ასპირანტი; უმცროსი და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; უფრ. მასწავლებელი; დოცენტი; ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ. დარგში (1971-1993); კოორდინირებული ენათა სწავლების ე. წ. "გერმანული სკოლის" სამეცნ. თანაავტორი და დამფუძნებელი (გ. რამიშვილთან ერთად, 1982-1993); განათლების მინისტრის მოადგილე (1989-1991); საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრი (1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: საკომპესანციო სიით, ბლოკი "ერთობა", მეცნ. და განათლების კომისიის თავ-რე (1992); განათლების მინისტრი (1992-1993); თბილ. მერი (1993); ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში (2001-დან); საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმ. ფედერ. რესპუბლიკაში (გერმანია, 1993-2004); ბონში განლაგებულ გაეროს კლიმატის ცვლილების ორგანიზაციაში (1993-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავ-რე (2004-2008); საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში, ასევე ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშ. ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP, 2008-2012). ილიაუნის და თსუ-ის მიწვეული ლექტორი, საგარეო პოლიტ. და დიპლომატიის თემებზე (2014-დან). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და პუბლიც. წერილები. ფილოლოგიის დოქტორი, ომის ვეტერანი. მიღებული აქვს გერმანიის დამსახურების დიდი ორდენი, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლ. რანგი. მიენიჭა ა. წერეთის სახ. პრემია, ლაურეატის წოდება.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. (1998-1999). თბ.; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015. თბ.; ჭუმბურიძე, ზ. (2021). დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021. თბ.