გაბაშვილი ირინე
გაბაშვილი ირინე

გაბაშვილი ირინე (15.VIII.1960, თბილისი-23.III.2009, აშშ). სპორტსმენი, მხატვრული ტანმოვარჯიშე, საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1979). დაამთავრა თსუ ფილოლ. ფაკ–ტი (1982). იყო: მსოფლიოს ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979), სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (ლონდონი, 1979). მრავალი საერთაშ. ტურნირის პრიზიორი; წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს (1993-2000). მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკად., მწვრთნელად (2000–2008).

წყარო: გაბაშვილი ირინე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: საიუბილეო კრებული: 1918-1998. თბ., გვ-440; ბერიშვილი, ე. (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ., გვ. 157.