ფუტკარაძე რამაზ შოთას ძე
ფუტკარაძე რამაზ შოთას ძე

ფუტკარაძე რამაზ შოთას ძე (23.VI.1978, შუახევის რ-ნი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ეკონ. და  ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტი (1995-2000). შემდეგ ბათუმის უმაღლ. საფინ. სკოლა და თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასპირანტურა საერთაშ. ეკონ. სპეციალობით (2002). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველო-გერმანიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტები“ და მიენიჭა აკად. დოქტორის წოდება. მუშაობდა: საერთაშ. ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ეკონ. კათედრის მასწავლებლად, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის ასისტენტ პროფესორად; სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორად(2004-2009); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორად(2009-2012). ფ. რ. საქართვ. ტექნ. უნ-ტის სრული პროფესორი (2013-2014) და თსუ-ის საერთაშ. ბიზნესის კათედრის მოწვეული პროფესორია (2004-2014). დღემდე ფ. ნ. თსუ-ის საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2014-დან). არის სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე. გამოაქვეყნა 90–ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი ქართულ, გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

თხზ.:ფუტკარაძე, რ. (2008). გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება. გამოწვევები და შესაძლებლობები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941122361; ფუტკარაძე, რ. (2010). საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები. თბ., უნივერსალი, ISBN 9994061410; ფუტკარაძე, რ. (თანაავტორი). (2011). საერათაშორისო ბიზნესი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941172649; ფუტკარაძე, რ. (თანაავტორი). (2024). საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები:[მონოგრაფია]. თბ., ISBN 9789941861901.