-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ფურთუხია ომარ გრიგოლის ძე (10.III.1959, სოფ. ეწერი, წალენჯიხის რ–ნი), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1984). დაამთავრა ვ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1978), თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1980), თსუ–ის და მ. ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწ. უნი-ტის ასპირანტურა (1984). იყო: ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის (რმი) უფროსი ლაბორანტი (1984-1985); რმი მეცნიერ თანამშრომელი (1985-2000); თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრის დოცენტი და თსუ–ის ტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების სამეცნ.-კვლევითი ლაბორატ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1990-2006); რმი უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2000-დან); თსუ–ის ზუსტ და საბუნებუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის (ზსმფ) ასოცირებული პროფესორი (2006-2018); თსუ–ის ზსმფ მათ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის დირექტორი (2006-2007); თსუ–ის ზსმფ სასწ. პროცესის მართვისა და სამეცნ. კვლევების სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2008-2017), თსუ–ის ზსმფ მათემატიკის დეპარტ. ხელმძღვ. (2012-დან), თსუ–ის ზსმფ სასწ. პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2017-დან), თსუ–ის ზსმფ პროფესორი (2018). იგი არის საქ. სტატისტ. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (მესამე ვადით), თსუ–ის აკად. საბჭოს წევრი (მესამე ვადით), საქ. მათ. კავშირის სათათბიროს წევრი (მესამე ვადით). მათ. ერთიანი ეროვნ. და მათ. მასწავლებელთა სასერთიფიკაციო საგამოცდო კომისიების წევრი (2005-დან). მას მიღებული აქვს ევრაზიის (1996-1997), INTAS-ის (1997-1999), საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. (2001-2005), საქ. მეცნ. და განათლების სამინისტროს (2005-2006), საქ. ეროვნ. სამეცნ .ფონდის სამი გრანტის კოორდინატორი (2006-2011), შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის (შრესფ) ორი გრანტის კოორდინატორი, შრესფ და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი სადოქტორო (2017-2021) და ნორვეგიის მეცნ. და ტექნ. უნ-ტის (2018-2022) გრანტები (თანახელმძღვანელი). იგი დაჯილდოებულია საქართვ. პრეზიდენტის ღირსების ორდენით (2012). მისი ძირითადი შრომები ეხება კვლევებს ანტისიპატიური სტოქასტური ანალიზისა და სტოქასტური ფინანსური მათემატიკის მიმართულებებით; ვინერის და პუასონის ფუნქციონალების მაქსიმალურად ფართო კლასის აღწერას, სადაც ხერხდება ოკონე-ჰაუსმან-კლარკის ფორმულის განზოგადება და ინტეგრანდის ცხადი სახით დადგენა; ასევე ბურკჰოლდერ-დევის-განდის ტიპი სენერგეტიკული უტოლობების გავრცელება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადოქტორო დისერტაცია და კიდევ ორი მომზადებულია დასაცავად.
თხზ.: ფურთუხია, ო. (2008). აღწერითი სტატისტიკა, ალბათობა, სტატისტიკური დასკვნების თეორია. გამომც. მწიგნობარი; ფურთუხია, ო. (თანაავტორი). (2009). უმაღლესი მათემატიკა, ნაწილი III, ალბათობა და მათემატიკური სტატისტიკა. უნ–ტის გამ–ბა; ფურთუხია, ო. (2009, 2013). შემთხვევით პროცესთა თეორია. უნ–ტის გამ–ბა; ფურთუხია, ო. (თანაავტორი). (2015). გამოყენებითი სტატისტიკის საფუძვლები. უნ–ტის გამ–ბა; ფურთუხია, ო. (2012–2024). ალბათურ-სტა-ტისტიკურიამოცანები. უნ–ტის გამ–ბა.